0 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველო უზბეკეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას განიხილავს

  უზბეკეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ზამშიდ ხოძახმა, სამთავრობათაშორისო მერვე შეხვედრააზე, ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობის დოკუმენტს.

    დოკუმენტი გასნაზღვრავს ორმხრივი სავაჭრო, საინვესტიციო, ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.

  სხდომაზე კომისიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი რეისების შესრულებაზე. აღინიშნა, რომ უზბეკეთის მხარე წლის ბოლომდე აქტიურად იმუშავებს ამ მიმართულებით. ასევე ითქვა, რომ დადებით გავლენას მოახდენს ტურიზმის სექტორში თანამშრომლობაზე.

კომისიის სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და უზბეკეთის სავაჭრო ბაზრებს შორის.

მინისტრმა განაცხადა , “ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ბრუნვის განვითარება, ასევე ტურიზმის პოტენციალის განვითარება, მათ შორის  უზბეკეთში ექსპორტის და სატრანზიტო შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია სრულიად გამოვიყენოთ არსებული თანამშრომლობის შესაძლებლობები“.

უზბეკეთის დელეგაცია ასევე დაესწრება საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმს, რომელიც თბილისში პირველად გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ათობით მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი. ფორუმი გაიმართება B2B ფორმატში.                                       

კომენტარები

მსგავსი სიახლეები