0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ის, რომ ადამიანებს, გარკვეულ დაჯგუფებებს, აქვთ თავისი შეხედულებები, ეს ნორმალური პროცესია - კალაძე საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღსანიშნავად სასულიერო პირები მრევლს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მსვლელობით რუსთაველზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

როგორც საპატრიარქოში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, თბილისის მთავარ გამზირს სწორედ ისინი დაიკავებენ.

მათგან რამდენიმე ასეულ მეტრში, კანცელარიასთან, სამოქალაქო აქტივისტები ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციას გამართავენ.

დღეს საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე სასულიერო პირებმა სამართალდამცველებს მოუწოდეს დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება.

მათ განცხადებას დედაქალაქის მერმა უპასუხა.

კახი კალაძის თქმით, მობილიზებული იქნება ყველა შესაბამისი უწყება და ყველა მხარეს მიეცემა აზრის გამოხატვის უფლება.

 „ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში ყველას აქვს თავისი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია ამისთვის. ის, რომ ადამიანებს, გარკვეული დაჯგუფებებს, აქვთ თავისი შეხედულებები, ეს ნორმალური პროცესია. ეს არის დემოკრატია, ეს არის დემოკრატიის ნაწილი. ვერავის უფლებები ვერ შეიზღუდება,“ -  განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...