0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“იქ სისხლი რომ დაღვრილიყო, მაინც ჩვენ შეგვაწმენდდნენ ხელს…” – რას ამბობს ნანკა კალატოზიშვილი შს მინისტრის გადაწყვეტილებაზე

“იქ სისხლი რომ დაღვრილიყო, მაინც ჩვენ შეგვაწმენდდნენ ხელს… მეც იმ გადაწყვეტილებას მივიღებდი”, – ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” ისაუბრა.

“ძალიან ბევრი გაილახა სამწუხაროდ იმ დღეს. წინა დღეს გაგვლახეს, კიდევ კარგი მეორე დღეს გვიცავდნენ, მაგრამ მგონია, რომ ესეც შოუს შემადგენელი ნაწილი უყო. ჩემთვის პირადად კარგი სვლა იყო მინისტრის გადაწყვეტილება ბოდიში, რომ მოიხადა სახალხოდ, რაც შეეხება ბექას გადაწყვეტილებას, ძალიან ძნელია ბექას, ან რომელიმე ორგანიზატორს მოთხოვო, რომ რაღაც სხვა გაეკეთებინა….ნებისმიერ შემთხვევაში რომ შემოვარდნილიყვნენ და სისხლი დაეღვრათ მაინც მაინც ჩვენ შეგვაწმინდავდნენ ხელს იმიტომ, რომ ბოდიშის მოხდის შემდეგ ეს ყველაფერი ჩვენთვის გამოწვევად აღიქმებოდა და მე მგონია, რომ ბექას ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა, მან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ბევრად წინ დააყენა და ამიტომ მოიქცა ასე” – აღნიშნა კალატოზიშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები