0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"შსს ვიდეო კადრებს გადმოგვცემს და გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ ყველაფერი" - ომბუდსმენი

  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას სახალხო დამცველიც ესწრებოდა. როგორც ნინო ლომჯარიამგანაცხადა, მან გიორგი გახარიასგან მიიღო დაპირება, რომ უწყება ომბუდსმენის აპარატს 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეო მასალას გადასცემს. 

"შევთავაზე ორგანიზატორებს, რომ ყველა საჩივარი იყოს შემოტანილი სახალხო დამცველთან და ჩვენ ყველა სარჩელს შევისწავლით. შსს-მ გამოთქვა მზაობა, რომ ვიდეო კადრებს გადმოგვცემს და გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ და დავადგინოთ ყველაფერი. ეს კადრებია რის როგორც სპეცოპერაციის მიმდინარეობა ასევე აქციის მონაწილეების დაკავება

ორივე მხარე თანხმდება, აქვთ ერთგვაროვანი პოზიცია,  რომ სახელმწიფომ უნდა იბრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შეთანხმდნენ ორ რამეზე, პირველ რიგში შეიქმნება ორი სახის ჯგუფი ერთი იმუშავებს კანონპროექტზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან.

საუბარი იყო მომავალი დღეების განმავლობაში დაანონსებული აქციების უსაფრთხოების საკითხებზე და ასევე საორგანიზაციო ჯგუფის შექმნისკენ იყო მოწოდება, რომ მომავალი დღეების განმავლობაში უსაფრთხოება იყოს დაცული“,- განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები