0 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია - შსს განცხადებას ავრცელებს

ვროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიცია ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს თბილისში, რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე ევროპის დღე აღინიშნება, რის გამოც, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიასა და გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება.

4 მაისს, 21:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაა: ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით; მეტეხის ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან ევროპის მოედნის მიმართულებით; მეტეხის ქუჩაზე და წრიული მოძრაობა ევროპის მოედანზე.

5 მაისის, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე მოძრაობა, ასევე, აიკრძალება გორგასლის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.

ევროპის მოედანზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება 5 მაისის 00:00 საათიდან, ხოლო 6 მაისის 10:00 საათიდან - სრულად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები