0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქუცნაშვილი ჟურნალისტებს: პრეზერვატივზე თქვენი სურათი რომ გამოსახონ, გაგიხარდებათ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი  "აიისას“ 500 ლარით დაჯარიმების საკითხს გამოეხმაურა.

„უხეში შედარება, რომ მოვიყვანოთ, თითოეული ჩვენი ოჯახის წევრი რომ გამოსახონ იქ, როგორ ჩაითლება ეს საზოგადოების მხრიდან? მოგეწონებათ თქვენი ოჯახის წევრის სურათი იყოს მასზე გამოსახული ან თქვენი სურათი რომ გამოსახონ, გაგიხარდებათ?

სამართალი ამბობს, რომ გარდაცვლილ ადამიანებზე არ ვრცელდება ღირსების დაცვის უფლება. ანუ, ვერ უჩივლებ გარდაცვლილ ადამიანს რომ მის მიმართ წარმოებული იყოს დავა. არის ასევე დაწერილი და დაუწერელი ტრადიცია, ამ ქვეყნიდან წასულებზე ცუდს არ ვსაუბრობთ. მითუმეტეს წმინდანებზე, თუმც გააჩნია ვინ რა კატეგორიით და ზნეობით ხელმძღვანელობს. 

უხეში შედარება რომ მოვიყვანოთ, თითოეული ჩვენი ოჯახის წევრი რომ გამოსახონ იქ, როგორ ჩაითვლება ეს საზოგადოების მხრიდან? მოგეწონებათ თქვენი ოჯახის წევრის სურათი იყოს მასზე გამოსახული ან თქვენი სურათი რომ გამოსახონ გაგიხარდებათ? მე მგონი არ გაგიხარდებათ და თუ ვინმე ხართ ასეთი მაზოხისტი, საკუთარი სურათის დახატვას მოინდომებთ არ მგონია. თქვენ საზოგადებას მე პატივს ვცემ და ვიცი, რომ ღირსებით შემკული ხალხი ხართ“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები