0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აკრძალულ ადგილას მოწევის ფაქტზე პოლიცია გამოიძახეს

აკრძალულ ადგილას სიგარეტის მოწევის ფაქტზე, აჭარიდან გუშინ ცხელ ხაზზე მხოლოდ ერთმა მოქალაქემ დარეკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ საპატრულო პოლიციას გამოძახების ადგილზე არავინ დახვდა. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ პირმა, რომელმაც შსს  ინფორმაცია, მიაწოდა მოგვიანებით მობილური ტელეფონი გათიშა და მას ვერ დაუკავშირდნენ.

პირველი მაისიდან ქვეყანაში თამბაქოს მოწევა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ადგილებშიანებადართული. თვალსაჩინო ადგილებზე შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერები უკვე გაჩნდა.

თამბაქოს მოწევა აკრძალულია დახურულ სივრცეში, გარდა საკუთარი სახლისა. კანონის აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იზრუნებენ. ჯარიმების გამოწერა სწორედ სამართალდამცველების კომპეტენციაა.

http://ajaratv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები