0 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა კომპანიების საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს

როგორ ემზადება ჯეიმს ბლანტის სტუმრობისთვის ღონისძიების ოქროს სპონსორი „ვისოლ ჯგუფი“.
ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს „The AfterLove-ის“ ფარგელბში თბილისს ეწვევა. კონცერტი, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მომღერალი მსმენელს სხვა სიმღერებთან ერთად, თავის უკვდავ ჰიტებსაც „You are Beautiful“ და „Goodbye My Lover “ შეასრულებს. 

ღონისძიების ოქროს სპონსორია - „ვისოლ ჯგუფია“. „ვფიქრობ, საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ვარსკვლავებს, მათ შორის ჯეიმს ბლანტს. მსგავსი პროექტები ეხმარება ქვეყნას საკუთარი ტურისტული პოტენციალი ფართო საზოგადობას გააცნოს, რაც საბოლოოდ მის იმიჯზე დადებითად აისახება.“ - განაცხადა ვისოლ ჯგუფის საზოგადოებასთნ ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა, რუსუდან კბილაშვილმა. 

ჯეიმს ბლანტის საქართველოში ჩამოყვანას ახლად დაფუძნებული საპრომოუშენო კომპანია „Black Pearl Live“ უზრუნველყოფს. საქართველო წელს მსოფლიოს ტურნეს ნაწილი პირველადაა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია,რომ კონცერტი ყველასთვის დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყოს. თუ როგორ ემზადება ღონისძიების ოქროს სპონსორი „ვისოლ ჯგუფი“, გვესაუბრება „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთნ ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, რუსუდან კბილაშვილი.

-რამ გადაგაწყვეტინათ, ღონისძიების ოქროს სპონსორები ყოფილიყავით და როგორ ემზადებით ჯეიმს ბლანტის სტუმრობისთვის?

ვფიქრობთ, რომ 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს შორის, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი ჯეიმს ბლანტის კონცერტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბურია. შესაბამისად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად სასიამოვნოდ აღვნიშნოთ. ამ მიმართულებით ჩვენი ჩართულობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანას საკუთარი ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინოს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა კომპანიების საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს. 26 მაისს საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა ელის კონცერტზე მოსულს მსმენელს და ყველა ერთად ღირსეულად ვიზეიმებთ ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ უკვე მზად ვართ ჯეიმს ბლანტის სტუმრობისთვის!

-რამდენად ხშირად ხართ მასშტაბური აქტივობების სპონსორები და რომელს გამოყოფდით? 
-„ვისოლ ჯგუფის“ საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში აქცენტებს რამდენიმე მიმართულებით ვაკეთებთ, როგორიცაა, საავტომობილო სპორტის მიმართულება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რეგიონალურ დონეზე წიგნიერების ამაღლება, ჩვენ უკვე 200-მდე ბიბლიოთეკის მომარაგება შევძელით წიგნებით და სხვა. აქტივობებიდან, გამოვყოფდი - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რადგან ეს ყველაზე ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მიმდინარე პროექტია, რომლის ფარგლებშიც ჯამში 14 გარბენია დაგეგმილი, რომელიც საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს მოიცავს. გვჯერა, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიება თავის სათქმელს იტყვის და პოპულარიზაციას გაუწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...