მსოფლიო
"გირჩი" საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს
2018-04-16 13:31:54
"გირჩი" საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს და საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის დამფუძნებელ ზურაბ ჯაფარიძეს წარადგენს. პოლიტიკური მოძრაობა ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდის საშუალებით ავრცელებს.
"- თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება 5 წელიწადში
- სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება
- „ნარკოდანაშაულზე“ დაპატიმრებული და უფლებებშეზღუდული პირების შეწყალება, სანამ არ შეიცვლება შესაბამისი კანონები
- ვეტოს დადება თავისუფლების შემზღუდავ ყველა კანონზე
- მინისტრთა ანგარიშების მოსმენა თვეში ერთხელ ფეისბუქ ლაივით.
ზურა ჯაფარიძე და გირჩი საპრეზიდენტო კამპანიას ვიწყებთ!" ნათქვამია "გირჩის" ინფორმაციაში.
კომენტარები