0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ყველამ იცოდეთ, რომ ეს ამბავი 11 აპრილს 23:00 წუთზე, ვარკეთილის მეტროსთან მოხდა!!!“

ინტერნეტმომხმარებელი კატო ლოლაძე ფეისბუქში წერს:

„დიდი პოსტების წერა კი არა, კითხვაც კი მეზარება ხანდახან, მაგრამ დღეს სიყვარულის დღეს, ჩვეულებას უნდა ვუღალატო და რამდენიმე დღის წინ რომ შემემთხვა, ის ამბავი გიამბოთ...

ღამის 11 საათი იქნებოდა როცა ვარკეთილის მეტროსთან მდრბარე სუპერმარკეტ ნიკორასთან გავაჩერე ავტომანქანა, ჩემი ყურადღება იქვე გაჩერებულ მერსედესში მჯდომმა ბავშვმა მიიქცია - მომეჩვენა, რომ გოგონა, რომელიც 6-7 წლის იქნებოდა, რაღაცაზე ძალიან წუხდა. მანქანის კარი გაეღო და უხმოდ ტიროდა, რა თქმა უნდა, რომ მივედი, მივეფერე და ვკითხე რა აწუხებდა. ძმას დაეტოვებინა მძინარე მანქანაში. დიდი ხანია გავიღვიძე, მაგრამ ჩემი ძმა არ მოდისო. ბავშვი დავამშვიდე და მასთან ერთად დაახლოებით 20-25 წუთი ველოდე მის ძმა რომას.მერე კი 112 დავრეკე, თუმცა ოპერატორთან საუბრის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დავინახე და დახმარება მათ ვთხოვე. მინდა ვთქვა, რომ რეაგირებას რა თქმა უნდა ველოდი, მაგრამ იმან, რაც პატრულის თანამშრომლებმა გააკეთეს, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

მანქანის ნომრის მიხედვით მოიძიეს მანქანის მეპატრონე, რომელსაც მანქანა მინდობილობით ქონდა გადაცემული სხვაზე, იმ სხვას კიდევ სხვაზე და ასე, დაახლოებით 17 ადამიანს დაურეკეს, ბავშვმა მხოლოდ მშობლების სახელები თქვა და ის, რომ რუსთავში ცხოვრობს. მინდობილობის ბოლო მფლობელის ტელეფონი მიუწვდომელი იყო. დაახლოებით ორმოცი წუთი ცდილობდნენ საპატრულოს თანამშრომლები ვინმესთვის მიეკვლიათ. ამ ორმოცი წუთის განმავლობაში 3 დამირეკა 112 ოპერატორმა. ბოლოს, ისევ პატრულმა, ფეისბუკზე იპოვა ბავშვის დედა, სოფო...... , რომელსაც ბედის ირონიით, ტელეფონიც გათიშული ქონდა და არც სოც. ქსელში იყო აქტიური. მერე მიაგნეს ბავშვის დეიდას, რომელთან დაკავშირებაც მოხერხდა.

საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი, სამი გულიანი ბიჭი ერთმანეთზე მეტად განიცდიდნენ პატარა ბავშვის ცრემლებს, თან მის ახლობლებს ეძებდნენ და თან ბავშვს ართობდნენ. არცერთი მათგანის ვინაობა არ ვიცი, არც ავტომობილის ბორტის ნომერი, მაგრამ მინდა ხალხმაც და შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცოდეთ, რომ 11 აპრილს 23:00 წუთზე, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის სამი მუნდირის ღირსეულად მატარებელი, პროფესიის ერთგული, ძალიან კარგი, გულისხმიერი თანამშრომელი მორიგეობდა და მადლობა მათ თავისი საქმის კარგად ცოდნისთვის, პროფესიონალიზმისა და ადამიანობისთვის!!

@@@@ მე მიყვარს ქართული პოლიცია@@@

P.S ბავშვის ძმა, დეიდასთან საუბრის შემდეგ გამოჩნდა. სავარაუდოდ სათამაშო ავტომატებმა "შეაყოვნა"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...