მსოფლიო
ქართველის განცხადება ნიუ-იორკში ხეზე: “დავიტოვებ ბავშვებს”
2018-04-15 10:12:45
ზურა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში ნიუ იორკში, ხეზე გაკრული განცხადების ფოტოს აქვეყნებს , რომელიც ქართულ ენაზეა შედგენილი.
“დავიტოვებ ბავშვებს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს. დაგეხმარებით ბავშვების წაყვანასა და წამოყვანაში” – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელზეც ნომერიცაა მითითებული.
ფოტოს ჩიქოვანმა კომენტარად გაუკეთა წარწერა : “რა განცხადებას არ ნახავ ამ ნიუ იორკში ხეზე გაკრულს”..
პოსტის კომენტარებში ვარაუდობენ, რომ ქართველი აშშ-ში ახალი ჩასულია და დარწმუნებულია ამერიკაში ძალიან ბევრი ქართველია ან/და ამერიკელებიც შიგადაშიგ ქართულად ლაპარაკობენ.
კომენტარები