0 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

CSR კლუბი 2017 წელს შეაფასებს

13 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო "რუმს თბილისში“ გაიმართება „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის“ საერთო კრება, რომელსაც კლუბის 70-მდე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება. საერთო კრება საანგარიშო ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც კლუბის რამდენიმე წევრი საკუთარი ორგანიზაციის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.  

საერთო კრებაზე, ასევე, განიხილავენ საქართველოში დღესდღეობით არსებულ ვითარებას კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით, გამოწვევებსა და პრობლემებს, რაც CSR-ის განვითარებას უშლის ხელს. ამასთან, კლუბის წევრები მიმოიხილავენ 2018 წელს დაგეგმილ აქტივობებს, ისაუბრებენ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების მნიშვნელობაზე, როგორც საზოგადოების გაძლიერების, ასევე ბიზნესის განვითარების კუთხით. შეხვედრაზე მოხდება კლუბის ახალი წევრების წარდგენაც. 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

 CSR კლუბის შესახებ: 2015 წლის 27 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას“ და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას“ ინიციატივით დაფუძნდა „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“, რომელიც წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს. კლუბის მისია მდგომარეობს საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობაში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით. კლუბში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამჟამად კლუბში გაერთიანებულია 80-მდე ბიზნესკომპანია, სამოქალაქო და საჯარო ორგანიზაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...