0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სი-ტი პარკი" საქართველოს ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

“საერთაშორისო ბიზნესმენებმა უნდა გაიგონ, რომ საქართველო ბიზნესის კეთების ადგილი არ არის

ებრაული კომპანია სი-ტი პარკი" საქართველოს ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელი ინტერვიუში საუბრობს, რომელიც ებრაულ ფინანსურ გამოცემაში დაიბეჭდა. რესპონდენტის ვინაობას გაზეთი არ ასახელებს.

ინტერვიუში კომპანია „სი-ტი პარკის“ წარმოამდგენელი  ამბობს, რომ 14 წლიანი ტენდერი თბილისში ინფრასტრუქტურის ოპერაციებისთვის 7 წლის წინ მოიგო და მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპანია გამუდმებით განიცდიდა ზეწოლას მთავრობისგან.

მათ სურთ ქვეყანაში ინვესტორი შევიდეს, შემდეგ მისი ცოდნის ნაციონალიზაციას ახდენენ და ახორციელებენ ზეწოლას ან დაუსრულებელ სასამართლო პროცესებზე დაჰყავთ. ეს არის უსასრულო ბრძოლა და საერთაშორისო ბიზნესმენებმა უნდა გაიგონ, რომ საქართველო ბიზნესის კეთების ადგილი არ არის. ისინი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ და არა ინვესტორზე"- აცხადებს "სი-ტი პაკის" წარმომადგენელი. მისივე თქმით, კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ "სი-ტი პარკმა" ტელევიზიით, პოსტ ფაქტუმ შეიტყო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ  კომპანიასი-ტი პარკსხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში  2018 წლის 10 აპრილიდან შევიდა. მისივე თქმითპარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სი-ტი პარკისფუნქციების შესრულება თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაეკისრა. „სი-ტი პარკში“  მიაჩნიათ, რომ მათ  მიმართ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს  მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან,  მერიის გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები