0 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

6 გარდაცვლილი და 3 დაშავებული ტყიბულის შახტში ტრაგედია სამთო დარტყმამ გამოიწვია

ჩამოტვირთვა

6 გარდაცვლილი და 3 დაშავებული - ტრაგედია ტყიბულში. აფეთქება მინდელის შახტში გამთენიას 04:00 საათზე მოხდა. პირველადი ინფრომაციით, უბედური შემთხვევა სავარაუდოდ სამთო დართტყმამ გამოიწვია, ჰაერის ტალღა კი უბნის გვირაბებში გავრცელდა.

უსაფრთხოების სისიტემაზე მომუშავე სპეციალისტები ადგილზე არიან და უფრო კონკრეტულად ცდილობენ დაადგინონ რა გახდა ასეთი ტრაგედიის მიზეზი. დაშავებულები უკვე საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, კომპანია "საქნახშირი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგედიის გამო. გარდაცვლილთა ამოყვანის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

"საქართველოში არც ტყიბულში და არც ჭიათურაში და არც ერთი დასაქმების ადგილას რეალურად არაფერი შეცვლილა. კანონში შეტანილი ცვლილებები ეს არის ფასადური ცვლილებები. სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს იმისთვის რომ რაიმე შეიცვალოს,"-აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ დოლაბერიძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები