0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაატა ტურავა: „სი-ტი პარკ“-თან დავა აუცილებლად გავა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და საერთაშორისო არბიტრაჟი ჯარიმასაც დაგვაკისრებს

„თბილისის მერის გადაწყვეტილებაში „სი-ტი პარკის“ საზიანოს ვერ ვხედავ. კომპანია იმიტომ იბრძვის, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები და მიიღოსკომპენსაცია.ქალაქის მერია, რაც მეტ შეცდომას დაუშვებს „სი-ტი პარკის“ სასიკეთოდ იმოქმედებს მომავალში... რას ნიშნავს ფულს არ გადავუხდი? ეს დავა გავა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და საერთაშორისო არბიტრაჟი ჯარიმასაც დაგვაკისრებს“, -  ამის შესახებ ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი პაატა ტურავა აცხადებს.

-         ბ-ნოპაატა, სამართლებრივად რა სახის აქტია თბილისის მერიის განკარგულება?

-         იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 13 მარტის #18.103.231 განკარგულების  სამართლებრივი ფორმა ანუ არის თუ არა ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ყურადღება უნდა მივაქციოთ მოწესრიგების მიზანს.

 

დედაქალაქის მთავრობის მიერ 2018 წლის 13 მარტის #18.103.231 განკარგულების გამოცემის მიზანია თბილისის მერიასა და „სი-ტი პარკ“-ს შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებულიხელშეკრულების გაუქმება. თავის მხრივ,  განმარტებას არ საჭიროებს ის, რომ სახეზეა  საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება, აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული(სზაკ-ის) კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "დ“ პუნქტით განსაზღვრულ ლეგალური დეფინიციის ელემენტებს. ის ასევე შეიცავს მითითებას უფლების სასამართლოსადმი მიმართვის გზით დაცვაზე, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად, სახეზეა სზაკ-ისფორმალური მოთხოვნების შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება.

 

-         თბილისის მერიამ „სი-ტი პარკი“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რაც მერიის თქმით, ხელშეკრულების მიზეზი გახდა.  თქვენი აზრით, არსებობს დადასტურებული ფაქტი, რომ „სი ტი პარკმა“ პირობები დაარღვია?

-         თუ ხელშეკრულებას წყვეტ იმიტომ, რომ მეორე მხარე არღვევს პირობებს - არაფერს იხდი. მაგრამ, თუ იმიტომ წყვეტ,  „მე დიდი პოლიტიკური იდეები მაქვს და ამიტომ უნდა დავიბრუნო ვადაზე ადრე“, მაშინ ხელშეკრულებაში დევს მუხლი კომპენსაციის გადახდის შესახებ. ამ შემთხვევაში თბილისის მერიამ აირჩია არა ვადაზე ადრე დაბრუნების გზა, არამედ თქვა, „სი-ტი პარკი“ არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ მერიის განცხადებიდან გამომდინარე, ეს გზა ხელშეკრულების შესაწყვეტად არასწორი გზაა.

-         თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, „სი-ტი პარკსა“ და მერიას შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 2018 წლის 10 აპრილი განისაზღვრა...

-         თუ „სი-ტი პარკი“ გაასაჩივრებს განკარგულებას, ამას დაახლოებით 3-თვეზე მეტი დასჭირდება. ეს კანონში წერია და თბილისის მერი ვერ გაწყვეტს ხელშეკრულებას.  მერიამ აირჩია სხვა გზა, რის გამოც გადასახდელი გვექნება დაახლოებით 20 მილიონი. ანუ,  განკარგულება მიღებულია 13 მარტს, ოფიციალურად წარდგენამოხდა 14 მარტს,   მაგრამ თუ მოხდება ხელშეკრულების შეწყვეტა 10 აპრილიდან, ამ შემთხვევაში არ გვექნება სამართლებრივი საფუძველი, სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი, ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისა. ეს კი, გამოიწვევს დამატებით ფინანასურ ვალდებულებებს.

 

„სი-ტი პარკი“ თუ 14 აპრილამდე გაასაჩივრებს სასამართლოში მერიის აქტს, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ საუბარი დროებით გადაიწევს, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას. აქ თბილისის მერიამ უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელი გზით წყვეტს ხელშეკრულებას. თუ დარღვევაა, მაშინ დარღვევა უნდა დაასაბუთოს. „სი-ტი პარკი“ თუ გაასაჩივრებს, ამას მოსამართლე დაადგენს. იმ შემთხვევაში თუ არ გაასაჩივრებს, კახა კალაძის გადაწყვეტილება 14 აპრილიდან შევა ძალაში.

-         თბილისის მერია აცხადებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილების ნიშნებითა და მონიშვნებით არასათანადო აღჭურვაა...

-         მიუხედავად ამდენი საჯარო საუბრისა, აქ ერთი თემაა, „სი-ტი პარკი“ არღვევს თუ არა ხელშეკრულებას, ამას ვერ ვარკვევთ, ეს ვიღაცამ უნდა თქვას. თბილისის მერიამ გააკეთა ამის შესახებ განცხადება, მაგრამ თუ სადავო გახდა, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს.

-         იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლო ინსტანციებში კომპანიას არ მიეცა გასაჩივრების საშუალება და  „სი-ტი პარკმა“  საერთაშორისო არბიტრაჟს და  ევროპულს სასამართლოში იჩივლა, რა შანსები აქვს „სი-ტი პარკს“?

-         ეს დავა ქვეყნის გარეთ თუ გავიდა, ამას არც გვკითხავენ. აქ მთავარი საკითხი არ უნდა შეეწიროს ფორმალურ დარღვევებს, რადგან საერთაშორისო სასამართლო არც კი შეამოწმებს ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი...

-         თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ „სი ტი პარკს“ კომპენსაციას არ გადაუხდიან, რადგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. რამდენად სწორია ასეთი მიდგომა კერძო ბიზნესისადმი?

-         მე „სი-ტი პარკს“ არ ვიცავ, ეს იმდენად დიდი საქმეა, ცალკე შესწავლა სჭირდება, რა ვალდებულებები ჰქონდა ხელშეკრულებით და ა. შ.

 

მე მაინტერესებს, რატომ უნდა იხადოს ბიუჯეტმა, ან ჩვენ რატომ უნდა ვიხადოთ 5 და 10 წელი მილიონები, იმის გამო რომ მერიამ რაღაც პოპულისტური განცხადება გააკეთა? მაგალითად, „სი-ტი პარკი“ რომ წავიდეს მაისში ან 30 აგვისტოს რა მოხდება? თუ იმის გამო, რომ მაინცდამაინც 10 აპრილს წავიდეს 20 მილიონი უნდა გადავიხადოთ?! ვეჭვობ „სი-ტი პარკს“ აწყობს, უშრომელად მიიღებს ამდენ მილიონებს, რადგან გამოიცა აქტი, ვადაა აქვს კომპანიას 14 აპრილამდე. თბილისის მერია კი ვადის გასვლამდე 4 დღით ადრე წყვეტს ხელშეკრულებას.

 

თუ კი თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 13 მარტის #18.103.231 განკარგულების მიზანიათბილისის მერიასა და„სი-ტი პარკ“-ს შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებულიადმინისტრაციული ხელშეკრულების გაუქმება„სი-ტი პარკ“-ის მხრიდან ვალდებულების დარღვევის საფუძვლით, ყოველგვარი დამატებითი ფინანსური ვალდებულებების გარეშე, პროცესი უნდა გაგრძელდეს სზაკ-ით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. ასეთ შემთხვევაშიხელშეკრულება უნდა გაუქმდეს არა2018 წლის 10 აპრილიდან, არამედ 2018 წლის 14 აპრილის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, როდესაც გვექნება მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი - „სი-ტი პარკ“-ის მხრიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დარღვევის სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი.

 

არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს პროგრესს ვებრძვი, მაგრამ აქ ორი პრინციპია, აღსრულების ინტერესი და უფლების დაცვის. საერთაშორისო არბიტრაჟში როგორც კი დაინახავენ, რომ პირს უფლების დაცვის საშუალება არ მიეცი, ავტომატურად გეუბნებიან რომ დარღვეულია მისი უფლებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...