0 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა და გამარჯვებული გამოვლინდა

30 მარტი, 2018 - საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის, მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული: მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე და თამარ ჭანტურია. პირველი ადგილის მფლობელი მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი ერთი კვირით ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში.


საჯარო მეტყველების კონკურსის 10-მა მონაწილემ წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადა თემაზე - „დიდ მხატვრებს არ აქვთ ქვეყანა". პირველ ტურში კი საკონკურსო თემა "მომავლის განსაზღვრის საუკეთესო გზა მისი შექმნაა" იყო. წელს კონკურსში მონაწილეობა 65-მა სტუდენტმა მიიღო.

საქართველოს ბანკი აღნიშნულ კონკურსს 8 წელია უჭერს მხარს, რადგან ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ განათლება გახლავთ. საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 1998 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობა უკვე მიიღო დაახლოებით 1600-მა ახალგაზრდა ორატორმა. აქედან 35-მა ახალგაზრდამ საერთაშორისო ორატორთა კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლონდონში 38-ედ იმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...