0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“8 თვის წინ, ჩემი შვილი ხიდიდან გადახტა და ...” – მანანა ქვლივიძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი მანანა ქვლივიძე „ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს:

"სტატისტიკით უამრავი 20 წლამდე ახლგაზრდა თავს იკლავს ამერიკაში, კანადაში - ძირითადი მიზეზი სავარაუდოდ ეს არის აქაც-საქართველოშიც!


Giorgi Meshvildishvili


“ჰომოსექსუალობა ცოდვაა. ჰომოსექსუალები განწირულნი არიან ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის. თუ უნდათ, რომ შეიცვალონ, ისინი გნკურნებულნი იქნებიან. თუ ისინი ცოდვას ზურგს აქცევენ ისინი განიკურნებიან. მათ შეუძლიათ კვლავ ნორმალურები გახდნენ. თუ არ გამოსდით უფრო მტკიცედ უნდა ილოცონ.”
- ეს ის სიტყვებია, რასაც მე ჩემს შვილს - ბობის ვეუბნებოდი, როდესაც გავიგე, რომ გეი იყო. როდესაც მან გაამხილა, რომ ჰომოსექსუალი იყო, ჩემი სამყარო დაიშალა. ყვლაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, რომ ის ამ “დაავადებისგან” განმეკურნა.


8 თვის წინ, ჩემი შვილი ხიდიდან გადახტა და თავი მოიკლა.
ძალიან ვნანობ, რომ “ლგბტ” ადამიანებზე ადრე მცდარი წარმდგენები მქონდა. მე ეხლა ვხედავ, რომ ყველაფერს, რასაც ასეთ ადამიანებზე მასწავლიდნენ იყო ფანატიზმი და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტება. უფრო ღრმად რომ ჩამეხედა და გავცნობოდი “ლგბტ” ადამიანებს, თუმდაც სულ უბრალდ. ჩემი შვილისთვის რომ მაინც მომესმინა, როდესაც მან მე თავისი გული გადამიშალა. დღეს მე თქვენს წინაშე აქ არ ვიდგებოდი დამწუხრებული. მჯერა, რომ ღმერთმა თავისთან დაიტოვა ბობის კეთილი და სიყვარულით სავსე სული. ღმერთისთვის სიყვარული და სიკეთე ყველაზე მნიშვნელოვანია. არ ვიცოდი, რომ გეი ადამიანებზე ყოველგვარი ცუდის თქმით, ბობიზე, როგორც ავადმყოფზე და ჩვენი შვილებისთვის საშიშ ადამიანებზე საუბრით მე მოვკალი მასში თვითშეფასების უნარი. შედეგად, მისი სული გამთელების ნაცვლად დაიმსხვრა.ეს არ იყო ღვთის ნება, რომ ბობი ავტობანის ხიდის მოაჯირზე აცოცდა და პირდაპირ სატვირთო ავტომობილის წინ ჩახტა, რომელმაც ადგილზევე მოკლა. ბობის სიკვდილი პირდაპირ კავშირშია მისი მშობლების უმეცრებასთან და მიუღებლობის შიშთან. ბობის სურდა, რომ მწერალი გამხდარიყო. მისი იმედები და ოცნებები უსამართლოდ, ძალით ჩამოერთვა მას. მრავალი ბობის მსგავსი ახალგაზრდაა, თქვენს შორის, თქვენთვის უცნობი. ისინი გაიგეენ თქვენ ნათქვამ ამინ-ს და ამან შეიძება მათი ლოცვები დაადუმოს. მათი ლოცვა ღვთის წინაშე, რომლითაც თქვენგან ითხოვენ სიყვარულს, აღიარებას და მიღებას ისეთების, როგორებიც არიან. მაგრამ თქენი კაცთმოძულეობა, შიში და სიტყვა “გეის” უცოდინრობა დაადუმებს მათ ლოცვებს. ამიტომ, სანამ სიტყვა ამინ-ს სახლში და ეკლესიაში გაიმეორებთ, დაფიქრდით! დაფიქრდით და დაიმახსოვრეთ, თქვენი შვილები გისმენენ თქვენ".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები