0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სულ მალე, ჯეიმს ბლანტი თბილისს ესტუმრება

ვინ არის როკ  ჯგუფი The Young Georgia Lolitataz, რომელიც ბრიტანელ მომღერალს უმასპინძლებს

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს “The Afterlove-ის”  ფარგლებში  თბილისს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ესტუმრება. კონცერტზე,რომელიც მიხეილ  მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება მომღერალი  ახალ სიმღერებთან ერთად, უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ ჰიტებს „Googbye My lover“ და „You`re Beautiful“ შეასრულებს.

ასევე ცნობილია, რომ ფესტივალში ბლანტის გარდა მონაწილეობას მიიღებს როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა)  - The Parlotones. რომელებიც   სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიებას  მასპინძლობას კი, ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები  Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ.

დავინტერესდით ქართული ალტერნატიული/ინდი როკ ჯგუფით - The Young Georgia Lolitataz. ჯგუფი 2000 წელს ჩამოყალიბდა და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივლებში.მათ შორის, აღსანიშნავია  ევროპული სატელევიზიო კონკურსი -  „ევროვიზია,“ სადაც ჯგუფი,2016 წელს  საქართველოს სახელით  წარსდა.მათ სიმღერა „Midnight Gold“ შეასრულეს. ჯგუფის სახელწოდება,როგორც თავად ჯგუფის წევრები აცხადებენ სპონტარუდან წარმოიშვა,რომელიც საბოლოოდ მათ განუყრელ ნაწილად იქცა.

ჯგუფი ოთხი წევრესგან შედგება ( ნიკა კოჩაროვი, გია იაშვილი,ნიკა დავითაშვილი,დიმა ოგანესიანი). თუ როგორ მასპინძლობას გაუწევს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბრიტანელ შემსრულებელს ჯეიმს ბლანტს  „The Young Georgia Lolitaz“ , ჯგუფის   ვოკალისტსა და გიტარისტს  ნიკა კოჩაროვს ვესაუბრეთ:

-          26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ჩვენი რეპერტუარის შესრულება ძალიან დიდი პატივია. უპირველესად, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ კონცერტზე მოვა ბევრი ისეთი მსმენელი,რომელმაც მანამდე შეიძლება საერთოდ არ იცოდა ჩვენი ჯგუფის შესახებ, თუ ვინ ვიყავით და  რა ჟანრის მუსიკას ვქმნიდით. ჩვენ გვაქვს 26 მაისს იმის შესაძლებლობა,რომ მსმენელს ჩვენი თავი წარვუდგინოთ და მაქსიმალურად ვასიამოვნოთ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის წარმატების საწინდარია მსგავსი სახის კონცერტებში მონაწილეობის მიღება. მით უფრო, ძალიან მნიშვნელოვანია,როდესაც მსოფლიო დონის მუსიკოსთან ერთად გვაქვს  კონცერტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

-          ნიკა, თქვენი რეპერტუარიდან რომელ სიმღერებს შეასრულებთ ?

-           კონცერტის მასშტაბიდან და გრანდიოზულობიდან გამომდინარე   მსმენელისთვის შევასრულებთ უკვე კარგად ნაცნობ ჰიტებს.

-          რა მოლოდინები გაქვთ ? რას ელით მსმენელისგან?

-          ძალიან მინდა რომ 26 მაისს,ღონისძიებას ძალიან ბევრი მსმენელი დაესწროს.  ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. რამდენად ავიყოლიებთ  და გავახარებთ მათ.

-          გქონიათ თუ არა შემთხვევა,რომ ამ დონის მომღერალთან ერთად მიგეღოთ სხვადასხვა კონცერტში მონაწილეობა? 

-          კონცერტში მონაწილეობა მიგვიღია ინგლისურ როკ - ჯგუფ „Placebo - სთან, “ ასევე ფრანგულ ელოქტრონულ ჯგუფ „Air -  თან “ და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად. სოლო შემსრულებთან ჯერ არა, მისასალმებელია როცა ასეთი დონის მომღერლის გვერდზე ხარ სცენაზე.

-          შეასრულებ თუ არა ჯეიმს ბლანტის რეპერტუარიდან რომელიმე სიმღერას და იგიმება თუ არა ? 

-          რატომაც არა!

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი თბილისს, 26 მაისს, სპეციალურად დამოუკიდბელობის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე ეწვევა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.  ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live. კომპანია საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს.  კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს.  Black Pearl Live  მიზანია  განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...