0 7 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჩეთბოტი ბიზნესისთვის თიბისი ბანკი ბიზნესების მხარდასაჭერად ახალ პროდუქტს ქმნის

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი ბიზნესებს ინოვაციურ პროდუქტს- “ჩეთბოტი ბიზნესისთვის” სთავაზობს და კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, Facebook მესენჯერში გაყიდონ საკუთარი პროდუქტი.

 

„ჩეთბოტი ბიზნესისთვის“ გაყიდვების არხია, რომლის  საშუალებით სხვადასხვა კომპანიის მომხმარებლები მესენჯერის ჩეთიდან გაუსვლელად რამდენიმე წამში მიიღებენ ინფორმაციას სასურველი პროდუქტის,  კომპანიის ლოკაციისა და სამუშაო საათების შესახებ  და ჩეთშივე შეძლებენ  სასურველი პროდუქტის შეძენას. მომხმარებლებს ბოტის მიერ შეთავაზებული პროდუქტის გაზიარება შეუძლიათ მეგობრებისთვის, ასევე ჩეთიდან გაუსვლელად.

 

ჩეთბოტი ბიზნესებისთვის აერთიანებს შემდეგ ფუნქციებს:

 

1.       ელექტრონული კომერცია -  ელ. კომერცია ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა პროდუქტის შესაძენად.  ეს ფუნქცია მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, Facebook მესენჯერშივე შეიძინონ სასურველი პროდუქტი  გადახდის ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც ონლაინმაღაზიაში ნივთის შეძენისას.

 

2.       ლოკაციის და სამუშაო საათების დადგენა - ავტომატიზირებული პასუხების საშუალებით მომხმარებელი თავიდან აირიდებს ქოლ-ცენტრში დარეკვას და მოლოდინის რეჟიმს.

 

3.       საძიებო სისტემა მეტათეგებითმეტათეგები კომპანიას შესაძლებლობას მისცემს,  კლიენტებს მისთვის ყველაზე რელევანტური შეთავაზება მიაწოდოს.

მომხმარებელი ერთი სიტყვის ჩაწერით შეძლებს მისთვის საინტერესო ყველა  პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას. 

 

ჩეთბოტის ფუნქციები ბიზნესებს მომხმარებლებთან ურთიერთობას გაუმარტივებს, შედეგად  კომპანიის გაყიდვები, ცნობადობა და კლიენტების კმაყოფილების დონე გაიზრდება. მომხმარებლები  კი სასურველი პროდუქტის შეძენას მარტივად, რამდენიმე წამში შეძლებენ.

 

ჩეთბოტის ბეტა ვერსია ბიზნესკლიენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა პროდუქტის განვითარებისთვის მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს და მას  უახლოეს მომავალში ბევრი ახალი ფუნქცია დაემატება.

 

„ჩეთბოტი ბიზნესისთვის“  სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ ვებგვერდზე http://www.businessbot.ge/, რის შემდეგაც მათ თიბისი ბანკის წარმომადეგენელი მათ ჩეთბოტის გააქტიურებაში დაეხმარება. (იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ ფლობს ანგარიშს თიბისი ბანკში, პროდუქტით სარგებლობისთვის საჭიროა ანგარიშის გახსნა).

 

ჩეთბოტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე https://www.tbcbusiness.ge/chatbot

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...