0 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ამ ხის პატრონს შვილი ჰყავს ავად, ბიძინა კიდე ცაცხვში 40 ათასს უხდის, რა ექნა, უარი ეთქვა?“

  ამ დღეებში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილისდენდროლოგიურ პარკში სამეგრელოდან კიდევ რამოდენიმეასწლოვანი უნიკალური ჯიშის ხე გაუდგება გზას, სწორედ შარშანზაფხულში ზუგდიდიდან ხობის სოფლების გავლით ფოთი–სენაკის ავტომაგისტრალზე უზარმაზარი ხისგადატანამ რამდენიმე დღით შეაფერხა მოძრაობა, ხის სიმაღლე ვერ გათვალეს და სოფელ “ჭალადიდში” გაიჭედა რკინიგზის ხიდქვეშ.
 ახლა როგორც ჩანს, ხეების გადაზიდვის ახალი, საგაზაფხულო ეტაპი დაიწყო.

ამბავი პირველი : ხობის რაიონის სოფელ გურიფულში გვალიების ეზოში, სადაც ასწლოვანი ულამაზესი ცაცხვიშუა ეზოში დგას, ამჟამად არავინ ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, პატრონი ადვილად დათანხმებია, როცა გაუგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ცაცხვითაც დაინტერესებულა, ივანიშვილი ამ ხეში არც მეტი არცნაკლები 40 ათას ამერიკულ დოლარს იხდისო, უფრო ზუსტად კი აი რას ყვება მეზობელი: 

–ამ ეზოს პატრონს შვილი ყავს ავად და მას მისი საზღვარგარეთ წაყვანის შანსი აბა საიდან ექნებოდა, თუ არა ესშემთხვევა. მას როცა მოლაპარაკებაზე მიმდგარა საქმე, პირდაპირ უთქვამს ხის სანაცვლოდ შვილი გადამირჩინეთო, სწორედ ამ მკურნალობის ხარჯებს უზრუნველყოფს ივანიშვილი ამ თანხით ხის სანაცვლოდ და როგორც დაინახეთ, დღეს დილას გადატანითი სამუშაოები უკვე დაიწყეს. ამ მუშებს დღეში 15 ლარს უხდიან, უმეტესადადგილობრივები ასრულებენ ამ სამუშაოს. რა უნდა ექნა ამ კაცს, ისიც კი გავიგეთ, მანამდე ამ ხის შეშად გაყიდვაცკი ქონია გადაწყვეტილი, 300 ლარად იძლეოდა შეშად და ესეც არავინ გადაიხადა… 

აქ ხალხს ისე უჭირს, მე რომმედგას ეზოში ასეთი ხე, არც დავფიქრდებოდი. – და რას ამბობენ, როგორ მოხდება ამხელა ხის აჭარაში გადატანაო? – ჩვენი ვარაუდით ამ ხეს ყულევამდე როგორმე მიიტანენ და იქიდან ზღვაზე ბორანის საშუალებით მიიტანენადგილზე, სხვანაირად ალბათ გაჭირდება მისი წაღება, თუმცა იმ კაცს იმდენი ფული აქვს, რას არ მოახერხებს…
 
 ამბავი მეორე: იგივე ხობის რაიონის ახალსოფლის თემის დასაწყისში უხუცესი ქალბატონი ცხოვრობს, კოხტა ოდა–სახლი და ამ წინასაუკუნის დროინდელი ოდის წინ დგას სწორედ მრავალწლიანი ასევე ცაცხვის ხე. ქალბატონიდიდი ხანია მარტო ცხოვრობს, შვილი და შვილიშვილები დედაქალაქიდან ხშირად სტუმრობენ, ხოდა თავიდანროგორც თავად თქვა, მაგრად იდგა თურმე, ცოცხალი თავით არ თმობდა ხეს, რომელიც უამრავ მოგონებასაღუძრავს. 

ეს ამბავი მეტ-ნაკლებად გაშუქდა კიდეც. ამბობს, რომ ხის გადარგვას სავარაუდოდ ძველი ოდაც უნდაშეეწიროს, ძალიან ახლოს დგას ივანიშვილისგან თვალდადგმული ცაცხვის ხე სახლთან. – რა ვქნა, ძალიან მენანება, მაგრამ თუ კარგად გადაიხდიან უნდა დავთმო, ამ ოდას ალბათ არ დამინგრევენ, ეს ხე ასწელზე მეტისაა, მე აგერ უკვე 83 წელს გადავაბიჯე და რაც თავი მახსოვს, ეს ცაცხვი აქ დგას, სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი შემოთავაზებით ვინმე მოვიდოდა ჩემთან, ვნახოთ, შეიძლება გავატანო…. ჯერ არავინ იცის ამბავი როგორ დამთავრდება, თათუშა ბებოს მიუხედავად ორჭოფობისა, ვიზიტორები მაცდურიშეთავაზებებით ჯიუტად სტუმრობენ თურმე… 
 წყარო: ალია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...