0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„სიტი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა თბილისის მერიას კომპანიისთვის პირგასამტეხლოს გადახდას ავალდებულებს

ნანუკა ავალიანი: საჯარიმო თანხის კონკრეტულ რაოდენობას სასამართლო გადაწყვეტს”. 

თბილისის მერიამ  კომპანია „სიტი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 10 აპრილიდან შევა. 

მისივე გადაწყვეტილებით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სიტი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. „სიტი პარკში“  მიაჩნიათ, რომ მათ  მიმართ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს  მოკლებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან,  მერიის გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

ამასთან, გასათვალისიწნებელია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, თბილისის მერიას კომპანიისთვის პირგასამტეხლოს გადახდას ავალდებულებს. საუბარია 25 მილიონ ლარზე. მოსთხოვს თუ არა პირგასამთეხლოს გადახდა კომაპნაი დედაქალაქის მთავრობას მიღებული გადაწყვეტილების გამო, „სიტი პარკის“ იურისტი ნანუკა ავალიანი განმარტავს:
„მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტის შეწყვეტის პირგასამტეხლოს კალკულაციის ფორმულა თავად კონტრაქტის ნაწილია.

ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა ისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით და  არ არის წინასწარ განსაზღვრული დადგენილი ოდენობა. 

ხელშეკრულების გაწყვეტით ბიზნესკომპანიის ინტერესები დაზარალდა.  კომპანია საკუთარი უფლებების დაცვას საერთაშორისო დონეზე გეგმავს, შესაბამისად, საჯარიმო თანხის კონკრეტულ რაოდენობას სასამართლო გადაწყვეტს”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...