0 7 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„სიტი პარკის“ იურისტებმა მერიის გადაწყვეტილების უსაფუძვლობის დასტურად საილუსტრაციოდ მასალები წარმოადგინეს „ფოტოები წარწერით „აკლია ნიშანი“, სადაც მკაფიოდ ჩანს პარკირების ნიშანი“

თბილისის მერიამ  კომპანიასიტი პარკსხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. მისივე გადაწყვეტილებით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სიტი პარკისფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. „სიტი პარკში“  მიაჩნიათ, რომ მათ  მიმართ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს  მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან,  მერიის გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას „სიტი პარკის“ მფლობელები პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ. პრეკონფერენციას ესწრებოდნენ „სიტი პარკის“  გენერალური დირექტორი ბინიამინ ლაჰავი, კომპანიის იურისტები თამარ შუბითიძე და ნანუკა ავალიანი. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებასა და ბრალდებებს ოფიციალურად უპასუხეს.  

„მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა პარკირების ნიშნების და მონიშვნების არასათანადოდ, არაჯეროვნად აღჭურვა. სწორედ ამიტომ შპს „სიტი პარკს“ მიაჩნია, რომ 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კონტრაჰენტის მიერ შეწყდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას - 13 მარტს, კერძოდ, ერია არ დაელოდა სასამართლოს დაედგინა მათ მიერ გამოცემული აქტის კანონიერება,  არ მოითხოვა კომპანიის იმ დღისათვის შესრულებული სამუშაოს ანგარიში და  არ გაითვალისწინა ის ფაქტი რომ „სიტი პარკი“ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, ამასთან,  არ ჩართო ადმინისტრაციულ წარმოებაში,“ - განმარტა  თამარ შუბითიძემ.

პრესკონფერენციაზე „სიტი პარკის“ იურისტებმა მოწვეულ მედიის წარმომადგენლებს მერიის გადაწყვეტილების უსაფუძვლობის დასტურად საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი, მათ მიერ მოწოდებული ფოტოები წარწერით „აკლია ნიშანი“ წარუდგინეს, თუმცა მათივე ფოტოზე მკაფიოდ ჩანდა  პარკირების ნიშანი.

განკარგულებიდან ირკვევა 32 157 პარკირების ადგილიდან მათი შეფასებით 751 ლოკაციაზე გამოიკვეთა პრობლემა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოგზავნილ საქმის მასალებში მერიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები უფრო მეტად ვლინდება ვიდრე კომპანიის. მაგ: პარკირების ზონის გაუქმების გარეშე მერიამ დაამონტაჟა ამკრძალავი ნიშანი, სიტი პარკის დამონტაჟებული პარკირების ნიშანი კი პოლიეთილენის პარკით დაფარა. სწორედ ზემოაღნიშნულის მსგავსი ფაქტები გახდა საფუძველი სარჩელით მიგვემართა სასამართლოსთვის, ვინაიდან როგორც ოქტომბერში ისე ამჯერად კომპანიას აქვს სათანადოდ არგუმენტირებული მტკიცებულებები, რომ არ არსებობდა განკარგულების არც სამართლებრივი, არც კანონიერი და არც მიზნობრივი საფუძვლები,“ - ითქვა პრესკონფერენციაზე.

გასათვალისიწნებელია, რომ კომპანიას არასოდეს ჰქონია ვალდებულება, რომ აეშენებინა ახალი მიწისზედა ან მიწისქვეშა პარკინგები. კომპანიის ვალდებულება იყო მოეწყო მერიის მიერ გამოყოფილ ადგილებზე პარკინგის ტერიტორიები: დაეხაზათ ქუჩები  და დაემონტაჟებინათ ნიშნები.

პრესკონფერენციაზე ასევე შეეხნენ  მანქანის საჯარიმოზე გადაყვანის საკითხს, რაც „სიტი პარკის“ უშუალო ვალდებულებას წარმოადგენდა. კერძოდ, მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა შეზღუდული იყო  კანონმდებლობით სხვადასხვა შემთხვევებში, მათ შორის,  შშმ პირისთვის გამოყოფილი საპარკინგე, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებისა და ფეხით მოსიარულეების გადასასვლელ ადგილებზე. 

ინსპექტორები დღესაც ასრულებენ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს და იმყოფებიან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. კომპანიის წარმომადგენლებმა ხაზის გასუვეს დღეს არსებულ მდგომარეობას, კერძოდ, დედაქალაქის მერის განცხადების შემდეგ, კომპანიის ინსპექტორების მიმართ აგრესია გამძაფრდა, ხშირია შეურაცხყოფა და ძალადობის ფაქტები მოქალაქეების მხრიდან „ვიმედოვნებთ სამართალდამცავები ისევე განაგრძობენ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვას. 

კომპანიის ინსპექტორები კეთილსინდისიერად ასრულებენ კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და ახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე მიუხედავად იმ ზეწოლისა, რასაც ინსპექტირებისას ყოველ ნაბიჯზე გრძნობენ. კომპანია არ დაუშვებს შპს „სიტი პარკში“ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების ხელყოფას მიმდინარე სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებული გადაწყვეტილების გამო,“ - განაცხადა ნანუკა ავალიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...