საზოგადოება
გუდაურში დაშავებულებიდან ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
2018-03-16 14:59:50
გუდაურში დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, მათ თავის ტრავმა და ღია მოტეხილობები აღენიშნებათ.
დაშავებულებიდან ორი უკრაინის, რუსეთის – ოთხი, შვედეთის – ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქეა, რომელმაც ამბულატორია უკვე დატოვა.
დაშავებულებს შორის ერთი ფეხმძიმეა.
საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი გუდაურის ამბულატორიაში იმყოფებიან და საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალში გადაყვანას სამინისტრო უზრუნველყოფს, რომელმაც კურორტზე სამი რეანომობილი გაგზავნა.
კომენტარები