0 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მაიქროსოფთმა თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გამართა

„აღმოაჩინე ციფრული ტრანსფორმაციის სამყარო“ - ციფრული ევოლუციის ფორუმი ბიზნეს ლიდერებისთვის

სასტუმრო „თბილისი რუმსში“  „მაიქროსოფთმა“ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება „აღმოაჩინე ციფრული ტრანსფორმაციის სამყარო“  გამართა. ციფრული ევოლუციის ფორუმში მონაწილეობა  ბიზნესის ლიდერებმა და IT განყოფილების წარმომადგენლებმა  კომპანია „მაიქროსოფთის“ მოწვევით მიიღეს.  

ღონისძიება „მაიქროსოფთ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ  გახსნა: „ეს არის პირველი მასშტაბური ფორუმი, რომელიც მაიქროსოფთის ორგანიზებითა და ხელშეწყობით  საქართველოში ჩატარდა. ფორუმი მოიცავს კომპანიის გადაწყვეტილებების გაცნობას მომხმარებლისთვის, რაც მათ დაეხმარებათ მოახდინონ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და მიაღწიონ უფრო მეტ შედეგს.  ჩვენ ამით დავეხმარებით  კომპანიებს, რათა მათ გააჩნდეთ  უფრო მეტი შესაძლებლობები ციფრული  ტრანსფორმაციის მიმართულებით“ .

შეხვედრები, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა  ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, სოციალური ქსელების მართვის ინოვაციური გადაწყვეტილებები, ვირტუალური ჩატბოქსები და სხვა.

„ჩემი დღევანდელი გამოსვლა ეთმობოდა იმის გაცნობიერებას, თუ  სად არის ზღვარი ადამიანსა და მანქანას შორის? როგორ შეიძლება, ადამიანმა იცხოვრობს მანქანასთან ერთად? სად იქნება მომავალი ? ჩემი  მარტივი პასუხი ამ ყველაფერზე არის შემდეგი :  სამი რამ, რომელსაც კომპიუტერი ვერ შევცლის, ეს არის : გავიგე, აღვფრთოვანდი და სინდისი მქეჯნის. ვფიქრობ, რომ ყველა ის ფორუმი, თუ შეკრება, რომელიც საქართველოში ემსახურება  IT ტექნოლოგიის შესახებ უფრო მეტ ინფორმირებულობასა და  გავრცელებას, ამავე სფეროში  მომუშავე ადამიანებისთვის ერთგვარი ორიენტირი იქნება. მათ  ეცოდინებათ თუ რა მიმართულებით მიდიან, ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორიც მაგალითად,  მაიქროსოფთია“, - განმარტა IT ტექნოლოგიების სპეციალისტმა ანდრო დგებუაძემ.

ფორუმის ფარგლებში ერთმანეთს დაუკავშირდნენ ტექნიკური ექსპერტები, დამოუკიდებელი Software მომწოდებლები, მაიქროსოფთის პარტნიორები და 100-ზე მეტი წამყვანი ბიზნესის ტოპ მენეჯერი. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ წარმატებულ IT გადაწყვეტილებებს 3 ინდუსტრიული მიმართულებით, კერძოდ,  სამთავრობო, ფინანსების და გაყიდვების სფეროებში.

„პირველად ვიმყოფები საქართველოში და მოხარული ვარ, რომ აქ ვარ.  ჩევნი მსოფლიო იცვლება დრამატულად. აქ  ვიმყოფებით, რათა განვიხილოთ, თუ რა არის ციფრული ტრანსფორმაცია? რა არის ის ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესზე? ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა. არ აქვს მნიშვნელობა თუ სად იმყოფები, მთავარია, ფეხი აუწყო ციფრულ ტექნოლოგიებს და არ ჩამორჩე,“ - განმარტავს „მაიქროსოფთის“ წარმომადგენელი ილადი სტუმბუ.

შესაბამისად, კომპანია „მაიქროსოფთის“ ძალისხმევით საგანგებოდ შეირჩა პარტნიორები, რომელთა რეალური IT გადაწყვეტილებების  დემონსტრირება ნათელს ხდის, თუ როგორ გააუმჯობესონ არსებითად ბიზნესის პროცესი და მოამზადოთ თქვენი კომპანია ციფრული ეპოქისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...