0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“სტარტაპერი“ სტუდენტებისთვის სტარტაპკურსს იწყებს

თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ სტუდენტებისთვის სპეციალურ სტარტაპკურსს ქმნის  და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ. 

პირველი სტარტაპკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად დაინერგა. საპილოტე კურსი, რომელიც  მარტში დაიწყება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, პირველ ეტაპზე „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ (BTU) სტუდენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სამომავლოდ კურსი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სხვა უნივერსიტეტებშიც დაინერგება. 

სტარტაპკურსის ფარგლებში, სტუდენტები დაესწრებიან სხვადასხვა თემატიკის სესიებს, რომლებიც აერთიანებს სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას - იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში, მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს, მიიღონ მათგან რჩევები/რეკომენდაციები და დაესწრონ ინსპირაციულ საუბრებს სტარტაპთემის გარშემო. 

კურსის დასრულებისას, სტუდენტები მოამზადებენ პრეზენტაციებს სტარტაპიდეების შესახებ, გამარჯვებული გუნდი კი გაემგზავრებაStartup Safari-ს ერთ-ერთ საერთაშორისო სტარტაპღონისძიებაზე. 

კურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპკულტურის დამკვიდრება, მათთვის   ინსპირაციის მიცემა, რომ რეალობად აქციონ იდეები. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა,  წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და   შექმნან ახალი შესაძლებლობები. 

სტარტაპკურსს გაუძღვებიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, მათ შორის: ანდრო დგებუაძე - აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი; ლევან კილაძე - Lemondu-ს და TKT.ge-ს დამფუძნებელი; ნინო ეგაძე - თიბისი ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი; პავლე გაბრიჭიძე - ლივინგსტონის სოციალური მედიისა და ედვერთაიზინგის განყოფილების უფროსი... 

“სტარტაპერი” თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანია ქვეყანაში გაჩნდეს მეტი წარმატებული სტარტაპი. ერთი მხრივ, თიბისი ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და ზოგადად, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას  და მეორე მხრივ, ბანკი ინვესტიციას ახორციელებს მომავალში. პროგრამა სტარტაპერი თიბისი ბანკის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელსაც წვლილი შეაქვს ქვეყანაში სტარტაპგარემოს გაუმჯობესებაში. 

“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” სილიკონ ველი თბილისის პირველი მაღალტექნოლოგიური ცენტრია, სადაც ინტეგრირდება ბიზნესი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. უნივერსიტეტი აერთაინებს მრავალმილიონიან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმას, ბიზნესინკუბატორს, აიტი აკადემიას, მედიაცენტრს, კვლევით ცენტრს, ვირტუალი რეალობის ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს. სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაერთიანებით უნივერსიტეტში ხელმისაწვდომია სწავლა, სწავლება და კვლევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...