0 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"უცნაური ავადმყოფებები გავრცელდება, რაც დიდ სიკვდილიანობას გამოიწვევს"

ნათელმხილველი ლელა კაკულია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე შემდეგი სახის ინფორმაციას  ავრცელებს:

"მეგობრებო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება ახალ, საშიშ ინფექციასთან დაკავშირებით, რომელსაც "დაავადება იქსი" უწოდეს, ვინაიდან აბსოლუტურად შეუსწავლელია!


ჩვენს მკითხველებს ალბათ ახსოვთ ქალბატონ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება "უჩინარ სიკვდილთან" დაკავშირებით, რომელიც "გაწყვეტით დაემუქრებოდა პლანეტას". და ეს მან ჯერ კიდევ 90-იან წლებში იწინასწარმეტყველა.


ამ ფრიად საშიშ და სერიოზულ ინფორმაციაზე, რომელიც დღეს მედიით გავრცელდა, ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ ქალბატონ ლელას და ეს კომენტარი ხვალ გამოქვეყნდება.


მანამდე კი შეგახსენებთ რამდენიმე წინასწარმეტყველებას თემასთან დაკავშირებით:


1992 წელი, 22 მარტი.


მსოფლიოში შემოდის ავადმყოფობის რთული ბაცილა, ინფექციური. წამალი არ არსებობს. გაწყვეტით ემუქრება ნახევარზე მეტს პლანეტაზე.


1993 წელი, 5 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი.


უცნაური ავადმყოფებები გავრცელდება, რაც დიდ სიკვდილიანობას გამოიწვევს. ეს დაავადებები მრავალგვარია, მედიცინა უძლურია, მსოფლიო შეძრწუნდება. უშველის ხის ფესვები, ბუჩქის ფოთლოვანი ნახარში, ანუ ხალხური მედიცინა, მეტი არაფერი. ეს იქნება დიდი კატასტროფა. მსოფლიოს ააფორიაქებს შიში.


2008 წელი, 1 მარტი.


მსოფლიოში ჩნდება სამი სახის დაავადება. ეს სამი სახის დაავადება სისხლში არ ჩანს. მას


"უჩინარ სიკვდილს" შეარქმევენ — მიდი და ებრძოლე! 
ამ დაავადების პასუხი, ანუ წამალი, ჯუნგლებშია, ერთ-ერთი ცხოველის სისხლზე მზადდება. ეს იშვიათი ცხოველია, როგორია, ბევრმა არ იცის. თუ მათ ფერმებში მოაშენებენ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. მაგრამ სანამ მიაგნებენ, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გარდაიცვლება! ომი სჯობს ამ `უჩინარ დაავადებას!


საერთოდ, ისეთი ბაცილები მოდის ჯუნგლებიდან, მომენტალურად ანგრევს ორგანიზმს.


შეგახსენებთ: წინასწარმეტყველი კომენტარს, რამდენად სახიფათოა "დაავადება იქსი" საქართველოსთვის და რა შედეგები მოჰყვება მას, ხვალ შემოგთავაზებთ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...