0 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"შორს არ არის ის დრო, როდესაც თითოეული ქართველი ემიგრანტები უცხოეთში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს მოახმარს"

სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მხარდაჭერითა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის ორგანიზებით, კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ გაიმართა, რომლის მიზანიც  ქართულ ემიგრაციასთან კონტაქტების გაღრმავება და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე ქალბატონების ღვაწლის დაფასება. როგორც „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე აცხადებს, შორს არ არის ის დრო, როდესაც თითოეული ქართველი ემიგრანტები უცხოეთში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს მოახმარს.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი ჩვენი თანამემამულე აიძულა უცხოეთში გადახვეწილიყო, რათა საკუთარი თავის, ოჯახისა და ახლობლების რჩენა შეძლებოდა. ასე უვადოდ და განუსაზღვრელად აიღეს საკუთარ თავზე უმძიმესი ტვირთი უდიდესი ტკივილთ, საკუთარ მიწა წყლის, სახლ-კარის, ოჯახისა და ახლობლებს მონატრებულმა.

ძნელია უცხო ქვეყანაში, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილმა, მშობლის და შვილების სუნთქვა მონატრებულმა, თავი დაიმკვიდრო. კიდევ უფრო ძნელია, წარმატებას მიაღწიო და სხვა მზის მომზირალმა შენს სამშობლოზე იზრუნო მაინც.

მტკივა და ვამაყობ თითოეული მათგანით. იმედი მაქვს დაგვიდგება ის დრო როცა ერთ მშვენიერ დღეს, ყველა მათგანი უცხოეთში მიღებულ ცოდნას ჩვენს სამშობლოს, საქართველოს მოახმარს“, აცხადებს ხათუნა მიქაცაძე.

დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოდან გასული და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ქალბატონების რაოდენობა არც თუ მცირეა. ბევრ ქვეყანაში ემიგრანტი ქალბატონები ჩართულნი არიან ადგილობრივ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ორმხრივი ურთიერთობებისა და სახალხო დიპლომატიის გაძლიერების და განვითარების საქმესაც აქტიურად უძღვებიან. „ძალიან დასაფასებელია, რომ მათი მზერა ყოველთვის მიპყრობილია საქართველოსკენ და მათი წარმატება ჩვენი, ყველას წარმატებაა“,  განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...