0 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ღორის სპერმა, რომლის ვალსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იხდის, უხარისხო აღმოჩნდა

   ღორის სპერმა, რომლის ვალსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იხდის, უხარისხო აღმოჩნდა. ამის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით მჟავანაძემ თქვა. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.

დავით მჟავანაძის განმარტებით, სპერმის ხარისხის შესახებ ინფორმაცია მას ამ სფეროს სპეციალისტებისგან აქვს. 

მისივე თქმით, უცნაურია ის, რომ მუნიციპალიტეტი "ღორის სპერმის" ვალს იხდის, და კიდევ მეტად უცნაურია ის არის, რომ "ღორის სპერმა" უხარისხო აღმოჩნდა, ღორები ვერ განაყოფიერდნენ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უხარისხო ღორის სპერმის ვალის გადახდა უწევს.

ამ განცხადების გამო, დეპუტატს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები