0 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„m2 უძრავი ქონება“ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორი გახდა

28 თებერვალი, 2018 წელი - კომპანია „m2 უძრავი ქონება“ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორი გახდა. შეთანხმებას ხელი m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და კლუბ „თელავის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ვაშაკიძემ დღეს მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ქალაქ თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.

კომპანია m2-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადგილობრივი სპორტული კლუბების მხარდაჭერაა.  m2-ის მიზანია თელავის საფეხბურთო კლუბს დაეხმაროს ახალი ტალანტების მოძიებასა და უმაღლეს ლიგაში დაწინაურებაში.

„მოხარულები ვართ, რომ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორები გავხდით. m2-სთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სპორტული კერების ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად შევდივართ სასტუმროების ბიზნესში და გვსურს ეს მიმართულება საქართველოს მასშტაბით განვავითაროთ.  მათ შორის, საინტერესო გეგმები გვაქვს კახეთში, კერძოდ კი თელავში. ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, ყველაგნ  სადაც პროექტს ვახორციელებთ, ვცდილობთ სარგებელი მივიტანოთ და დღევანდელი სიახლეც ამის დადასტურებაა“ - განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...