საზოგადოება
შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც
2018-02-28 17:50:26
თბილისში ორბელიანის მოედანზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. "როგორც "რუსთავი2"-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, სამი დაშავებული სკოლის მოსწავლეა.
ერთ-ერთი 12 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევის ადგილიდან 3 დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, 3 კი „ამტელ ჰოსპიტალში“.
შუშა ელექტრო სისტემების შენობიდან ჩამოვარდა.
მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია.
კომენტარები