0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გალტ & თაგარტი Global Finance -მა საქართველოში კიდევ ერთხელ საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

თბილისი, 28 თებერვალი, 2018 – გალტ & თაგარტი, Global Finance-ის მიერ საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა საქართველოში. Global Finance-ის ჯილდო „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2018 წელს“ გალტ & თაგარტს ზედიზედ მეოთხე წელია გადაეცემა.

 „გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში,“ განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

 ჟურნალმა Global Finance, მე-18-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები