0 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სწორი მარხვა ჯანმრთელობის საწინდარია

თუ რა გავლენას ახდენს მარხვაში საკვები რაციონის ცვლილება ადამიანის ორგანიზმზე, რა შემთხვევაში შეიძლება სრულყოფილი მარხვის დაცვა? ამ საკითხებზე გვესაუბრება ექიმი-თერაპევტი – ნელი ობოლაძე:

"მარხვის დაცვა, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულ საკვებზე ხდება შეზღუდვა, ყველა ადამიანისთვის არ არის რეკომენდებული. თუმცა ჯანმრთელი ორგანიზმის პირობებში არანაირი დარღვევა არ მოხდება.

მართალია, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას, შაქრიანი დიაბეტისას ადამიანები დიეტაზე არიან, მაგრამ მათ გაუჭირდებათ სრული მარხვის შენახვა. უნდა გაფრთხილდნენ ბავშვები, მოზარდები, განსაკუთრებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთის მქონე ადამიანები, რომ მათ ორგანიზმში არ მიმდინარეობდეს რაიმე პროცესი, რამაც შეიძლება გარკვეულ უკუჩვენებამდე მიგვიყვანოს.

მარხვისას იმ სამარხვო პროდუქტის მიღება, რომელსაც მცენარეული შემცველობა აქვს და მასში ცხოველური ცხიმი არ ურევია, მართებულია. მაგრამ გადაჭარბებული რაოდენობით არც სამარხვო პროდუქტი უნდა მივირთვათ. ამ შემთხვევაშიც მოხდება კუჭ-ნაწლავის გადატვირთვა. ვინც მარხვას ინახავს, მან ნორმას არ უნდა გადააჭარბოს.

არის შემთხვევები, როდესაც მარხვის გახსნილების შემდეგ ადამიანები იწყებენ ყველანაირი საკვების დიდი რაოდენობით მიღებას. არასამარხვო პროდუქტზე გადასვლაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს. როცა ყოველდღიური კვების რაციონში შედის ცხოველური საკვები, ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადატვირთვა. პაციენტები მოდიან გასტრიტის, კოლიტის, ქოლეცისტიტის, ფაღარათის ჩივილებით.’’

დეკანოზი დავითი (დათუაშვილი): "თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მრევლის 30% მარხვაში გარკვეულ არასამარხვო პროდუქტის მიღებაზე ლოცვა-კურთხევას ითხოვს. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ავადმყოფობა, ცუდად ყოფნა არასწორი ეკლესიური ცხოვრებისგან მომდინარეობს. ადამიანს, რომელიც არ დადის ეკლესიაში, არ ეზიარება, გულგრილად, ან საერთოდ არ კითხულობს ლოცვებს, მას ბოროტი ებრძვის.

ცხადია, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ბევრი კომუნისტურ წყობილებაში ცხოვრობდა, რომელთაც ცოდვილი ცხოვრება ტვირთად აწევთ წარსულიდან. მათ ამ მდგომარეობაში გადმოსვლისას გარკვეულ შეღავათებს ვაძლევთ. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღებით ახალგაზრდები უნდა იყვნენ. თუ ისინი თავიდანვე სწორად დაიწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას, არ დადგება საკითხი, რომ მივიდნენ მოძღვართან, თქვან, უძლურად არიან და ითხოვონ კურთხევა რძის პროდუქტების, ან ხორცის მიღებაზე.

ეს არ ეხება ავადმყოფებს, საშუალო და ხანში შესულ ადამიანებს. 30-35 წლამდე პიროვნებას საშუალება აქვს, მოაწესრიგოს თავისი ცხოვრება, რათა მსგავს მდგომარეობამდე არ მივიდეს. მედიცინის მიერ დადასტურებულია, რომ სწორად ჩატარებული მარხვა არის ძალიან დიდი ჯანმრთელობის საწინდარი. ამ დროს ხდება ორგანიზმის დაცლა სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან, რომლის გამოდევნასაც ჩვეულებრივ პირობებში რამდენიმე წელი და სერიოზული მკურნალობა სჭირდება. ასეთ მდგომარეობას ხშირად სხვადასხვა დაავადებებამდეც კი მივყავართ.

ბევრს ჰგონია, რაც მეტს იშიმშილებს, დასჯის თავს საკვების მიღების მხრივ, მით უფრო კარგად დაიცავს მარხვას. ჩვენ ზომიერების ფარგლებში უნდა შევიკავოთ თავი ხორციელი პროდუქტებისგან. არც ნაყროვანებაში უნდა ჩავვარდეთ. ხშირად ამბობენ, ამა თუ იმ მცენარეული საკვების კალორიულობიდან გამომდინარე, უხდებათ ამ საკვების ათჯერ მეტის მიღება. ეს მეორე უკიდურესობაა. ასე დიდ ზიანს ვაყენებთ ჩვენს ჯანმრთელობას.

ვინც ზომიერად იღებს საკვებს, ზომიერების ფარგლებში გათვლის კვების რაციონს, ამ თვალსაზრისით არც დაუძლურდება და არც დასუსტდება. შევეცადოთ, ვიმახრულოთ არა მარტო ფიზიკურად, სულიერადაც, რაც უფრო მნიშვნელოვანია. ფიზიკური მარხვა გვეხმარება, გავთავისუფლდეთ და გონება დავუთმოთ უფრო მეტ სასულიერო საკითხებს.’


ambioni.ge



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...