0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

m2-მა ყაზბეგის გამზირზე სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გახსნა

27 თებერვალი, 2017 წელი - საქართველოში საერთაშორისო ბრენდ „რამადას“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გაიხსნა. „რამადა“ მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო  ჯგუფის „ვინდჰემის“  წევრია და 2017 წელს ევროპის ყველაზე მზარდ ბრენდად დასახელდა.

სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ ეკუთვნის და ის ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს. სასტუმრო პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ გახსნეს.

სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 152 ნომრიანი სასტუმროა თანამედროვე, კომფორტული ოთახებით, გამაჯანსაღებელი ცენტრით, რესტორნით, ლაუნჯი-ბარით და ბიზნეს შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცით. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმრო წარმოდგენილი იქნება საშუალო საფასო სეგმენტში, რომელზეც თბილისში ყველაზე მაღალი მოთხოვნა და დაბალი მიწოდებაა.

„მოხარული ვარ, რომ m2 „რამადა ენკორ თბილისის“ გახსნით შევიდა სასტუმროების ბიზნესში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმ გეგმის განხორციელებისთვის, რომელიც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სასტუმროს 1000 ნომრის შექმნას ისახავს მიზნად. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელ ძალად რჩება და ჩვენი კომპანია მზადაა მოგზაურების მზარდი მოთხოვნები დააკმაყოფილოს“  - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) დააფინანსა. IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს.

კომპანია „m2 უძრავი ქონება“ თბილისში კიდევ ორი სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს - მელიქიშვილისა და გერგეთის ქუჩებზე. ასევე დაგეგმილია „რამადას“ ბრენდის სასტუმროს შენებლობა ქალაქ ქუთაისში.

„რამადა ენკორ თბილისი“ სტუმრებს მარტიდან უმასპინძლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...