0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლაზარ პოპოვიჩი: „კიბოს მკურნალობის მიმართულებით უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ასეთი თვალსაჩინო ინოვაცია არ დაფიქსირებულა“

 სასტუმრო „თბილისი მერიოტ“-ში    სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: სიმსივნისიმუნოთერაპია - ახალი პარადიგმა სიმსივნის მკურნალობაში. კონფერენცია  ფარმაცევტული კომპანია როშ ჯორჯიას ეგიდით მოეწყო და  საქართველოს    ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი, ინოვაციური პრეპარატის  შემოსვლას უკავშირდებოდა.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სერბეთიდან მოწვეული იყო საპატიო მომხსენებელი -  ლაზარპოპოვიჩი - პროფესორი, მედიცინის  დოქტორი, ვოევოდინას ონკოლოგიის ინსტიტუტის სამედიცინო ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.  კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს  სამედიცინო სფეროსა და მედიის წარმომადგენლები.

„ფარმაცევტული კომპანია როშის მიერ დარეგისტრირებული ახალი პრეპარატი  მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ნებადართული PD-L1-ის საწინააღმდეგოდ მიმართული სიმსივნის იმუნოთერაპიაა, რომელიც გამოიყენება წინასწარ ნამკურნალები ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური შარდის ბუშტის და არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სამკურნალოდ.  პრეპარატი დამიზნებით მოქმედებს  PD-L1-ზე და უზრუნველყოფს  სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის აღდგენას, რომლის შედეგადაც ადამიანი საკუთარი იმუნური სისტემის მეშვეობით ებრძვის სიმსივნეს,“ - ითქვა კონფერნეციაზე.

„სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა ახალ მიდგომებს კიბოს მკურნალობაში, კერძოდ, იმნოთერაპიას. ტეცენტრიკის უსაფრთხოება და ეფექტურობა დამტკიცებულია ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევებით. მეტასტაზური შარდის ბუშტის კიბო ასოცირებულია ცუდ პროგნოზთან და სამკურნალო პრეპარატების  მწირ არჩევანთან. შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობის მიმართულებით უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ასეთი თვალსაჩინო ინოვაცია არ დაფიქსირებულა,“ - განაცხადა ლაზარ პოპოვიჩმა.

 „როში არის მსოფლიო ლიდერი ონკოლოგიის მიმართულებით და ერთ-ერთი ფუძემდებელი პერსონალიზებული მედიცინისა, რომლის მიზანია უზრუნველყოს თითოეული პაციენტი ინდივიდუალური, სწორედ ამ პაციენტისთვის შერჩეული საჭირო მკურნალობით.  ჩვნს მიერ რეგისტრირებული ახალი იმუნოთერაპიული პრეპარატიც პერსონალიზებული მედიცინის  ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადეგენლია“  -- განმარტა როშ ჯორჯიას სამედიცინო დირექტორმა ნინო განუგრავამ. მისივე თქმით,  უკანასკნელი  წლების განმავლობაში სიმსივნეების მკურნალობამ რევოლუციური ცვლილებები განიცადა, რამაც განაპირობა სიცოცხლის ხანგრძლივობის და ცხოვრების ხარისხის მნიშნველოვანი გაუმჯობესება. „პაციენტებს ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური შარდის ბუშტის კიბოთი პირველად ეძლევათ საშუალება ტრადიციული ქიმიოთერაპიის გარდა ჩაიტარონ მკურნალობა ახალი, ინოვაციური იმუნოთერაპიული პრეპარატით, ხოლო პაციენტებისათვის  ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს იმუნოთერაპია წარმოადგენს მკურნალობის ახალ არჩევანს, რომელსაც თან სდევს საერთო გადარჩენადობის და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“  აღნიშნა ნინო განუგრავამ.

„იმუნოთერაპია გულისხმობს ისეთი პრეპარატით მკურნალობას, რომელიც იწვევს საკუთარი იმუნური სისტემის გააქტიურებას სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ. ეს არის ახალი და ეფექტური მიმართულება, ის გამოიყენება არამხოლოდ შარდისა და ფილტვის კიბოს, არამედ სხვადასხვა სიმსივნეების მკურნალობაში. ეს მიმართულება აპრობირებულია და კარგ შედეგებს იძლევა შორსწასული სიმსივნეების შემთხვევაში. ის იძლევა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მისი გახანგრძლივების შანს,“ - განმარტა ონკოლოგმა ნია შარიქაძემ.

ცნობები შარდის ბუშტის კიბოს შესახებ

მეტასტაზური შარდის ბუშტის კიბო ასოცირებულია ცუდ პროგნოზთან და სამკურნალო პრეპარატების მწირ არჩევანთან.  შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობის მიმართულებით უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში თვალსაჩინო ინოვაცია არ დაფიქსირებულა. შარდის ბუშტის კიბო გავრცელების მიხედვით მსოფლიოში  მე-9 ადგილზეა სიმსივნეებს შორის. 2012 წელს მსოფლიოში დაფიქსირდა 430 000 ახალი შემთხვევა, საიდანაც 165 000 შემთხვევა სიკვდილით დასრულდა ერთი წლის განმავლობაში.  მამაკაცები სამჯერ მეტად ავადდებიან შარტის ბუშტის კიბოთი, ვიდრე ქალები.

ცნობები არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს შესახებ

ფილტვის კიბო სიმსივნეებით გამოწვეული სიკვდილობის წამყვანი მიზეზია.  ყოველწლიურად 1.59 მილიონი ადამიანი იღუპება ფილტვის კიბოს მიზეზით, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად 4 350 ადამიანი იღუპება აღნიშნული დაავადებით. არსებობს ფილტვის კიბოს ორი ძირითადი ფორმა: არაწვრილუჯრედოვანი და წვრილუჯრედოვანი კიბო. ფილტვის კიბოს შემთხვევათა 85% არაწვრილუჯრედოვან ფორმაზე მოდის.

კომპანია როშის შესახებ

როში მსოფლიოში უდიდესი ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ფარმაცევტულ და დიაგნოსტიკურ მიმართულებებს.   ამ ორი მიმართულების გაერთიანებამ ერთი კომპანიის ქვეშ  როშს საშუალება მისცა ყოფილიყო ფუძემდებელი პერსონალიზებული მედიცინისა, რომლის მიზანია უზრუნველყოს თითოეული პაციენტი  ინდივიდუალრი, სწორედ ამ პაციენტისთვის შერჩეული საჭირო მკურნალობით.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...