0 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბაკალავრიატზე სწავლების ხანგრძლივობა 3 წლამდე, მაგისტრატურაზე კი - 1 წლამდე მცირდება

ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება. გარდა ამისა, დაგეგმილია მაგისტრატურაში სწავლების ხანგრძლივობის 1 წლამდე ან წელიწადნახევრამდე შემცირებაც.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება იმ მიმართულებების და სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია 3 წელიწადში მიიღწეს ბაკალავრიატისთვის საჭირო სწავლის შედეგი და გაიცეს შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომი. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს უფროსმა ნინო ბერელიძემ განუცხადა, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამებზე სწავლების ვადის შემცირება უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს. მისივე განმარტებით, სტუდენტებმა 3-წლიანი ბაკალავრიატის პროგრამებზე სწავლა შესაძლებელია 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყონ. 

„როგორც იცით, არ გვაქვს 3-წლიანი ბაკალავრიატი, მაგრამ ამერიკის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების დიდი ნაწილი 3-წლიან საბაკალავრო პროგრამებს ახორციელებს. რაკი მასიურად ვერ გადავდივართ 3-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე, გასული წლის დეკემბერში გავუშვით კანონში ცვლილებები ახალი კვალიფიკაციების ჩარჩოს დამტკიცების მიზნებისთვის და იქ ჩაიწერა, რომ მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება 180-კრედიტიანი ბაკალავრიატის და 90-კრედიტიანი მაგისტრატურის სამაგისტრო პროგრამების შემუშავების წესი, პირობები, კრედიტები და შინაარსი. ასევე, იმ მიმართულებების და სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია 3 წელიწადში მიიღწეს ბაკალავრიატისთვის საჭირო სწავლის შედეგი და გაიცეს შესაბამისი კვალიფიკაცია. ახლა კანონი პარლამენტშია, გავლილი აქვს საკომიტეტო მოსმენები და ცოტა ხანში განხილვებსაც დაიწყებენ. კანონის მიღება, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებისთვის უნდა მოხდეს“, - განაცხადა ბერელიძემ. 

მისივე განმარტებით, კანონში ცვლილებების შემდეგ უნდა განხორციელდეს იმ პროგრამების ანალიზი, რომელსაც ქართული უნივერსიტეტები ახორციელებენ და ეს უნდა დადარდეს საერთაშორისო უნივერსიტეტების პროგრამებთან. ამის შესაბამისად, 6 თვეში უნდა მომზადდეს მინისტრის ბრძანების პროექტი. 

„კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 6 თვის განმავლობაში დადგინდება 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების განხორციელება, რომელ სფეროში იქნება შესაძლებელი, მათი კრედიტების მოცულობა და შინაარსი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხელს შეუწყობს ჩვენი პროგრამების ინტერნაციონალიზაციას. კანონით შესაძლებელია, რომ ჩვენმა და უცხოურმა უნივერსიტეტებმა განახორციელონ ერთობლივი პროგრამები და შემდეგ გასცენ ერთობლივი აკადემიური ხარისხები. აქამდე ხელი ეშლებოდა ასეთი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რადგან მათ სამწლიან და ჩვენს ოთხწლიან პროგრამებს შორის განსხვავებული ხანგრძლივობა იყო. არადა, კანონით ამის შესაძლებლობა გვაქვს, რომ სტუდენტმა ერთობლივი პროგრამის ფარგლებში სწავლის ნაწილი საქართველოში, ხოლო ნაწილი უცხოეთში გაიაროს. ამ შემთხვევაში გაიცემა ერთობლივი აკადემიური ხარისხები, შეიძლება ეს იყოს როგორც ორმაგი, ასევე სამმაგი ხარისხის“, - განაცხადა ბერელიძემ. 

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, როგორც ბერელიძე ამბობს, ვადის დაწევა აქაც შესაძლებელია, რადგან სამაგისტრო პროგრამების ნაწილი 90 კრედიტზე ჩამოდის, რაც აღნიშნულის საშუალებას იძლევა. 

„დღეს მაგისტრატურის ყველა პროგრამა არის მინიმუმ 120-კრედიტიანი. შესაძლოა, რომ პროგრამების ნაწილი ჩამოვიდეს 90 კრედიტზე, შესაბამისად, 1 წელიწადში, ან წელიწადნახევარში სამაგისტრო პროგრამების ნაწილის დაძლევა სავსებით შესაძლებელია. 

იცით, რომ სკოლის პრობლემა გვაქვს და სკოლის ცოდნასაც ივსებენ 4-წლიანი ბაკალავრიატის შემთხვევაში ჩვენი სტუდენტები. მაგრამ საერთაშორისო დონეზე განათლება ვითარდება და რაღაცნაირად ამ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ. უცხოეთში ორი ტიპის მიმართულება არსებობს - თეორიული და პროფესიული პროფილის ბაკალავრიატიც, მაგისტრატურაც და დოქტორანტურაც. ამასთან, არსებობს კონკრეტული სფეროები, სად შეიძლება 90-კრედიტანი მაგისტრატურა იყოს იმიტომ, რომ შინაარსს აქვს მნიშვნელობა. 

ამერიკაში 3-წლიანი ბაკალავრიატი არის ნორმა, რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ინგლისს და გერმანიას აქვს ძირითადად ჰუმანიტარულ და ზოგ შემთხვევაში ტექნიკურ მიმართულებებზე. ტყუილად არ ვახსენე აკადემიური და ტექნიკური პროფილები, მაგალითად რომ ვთქვათ, ბიზნესის ადმინისტრირებაში არის ორი ტიპის პროგრამა, ერთი რომელიც კვლევაზეა ორიენტირებული ბიზნესის სფეროში, ხარ თეორეტიკოსი და ანალიტიკოსი, ეს არის აკადემიური პროფილის მიმართულება და მოიცავს ხანგრძლივი სწავლის პროცესს, მაგრამ არის მეორეც, შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული კომპონენტის შემოტანაც. ეს შინაარსი და წყობა განსაზღვრავს პროგრამის მოცულობასაც. ყველაზე მთავარია სკოლის მომზადების, აბიტურიენტების მომზადების დონე, რომლებიც ამ პროგრამებზე ირიცხებიან. მაგალითად, ამერიკაში არ არის სკოლა მთლად მაღალ დონეზე განვითარებული, ამიტომ ფედერალურ დონეზე დგას საკითხი, რომ ერთწლიანი ზოგადი მომზადების კურსი ეს კურუკულუმებში სავალდებულოა, შემდეგ ორ წელში კი ძირითად სპეციალობას სწავლობენ. დღეს თუ ჩვენს პროგრამებს შევხედავთ, სავალდებულო მოსამზადებელი ბაკალავრიატში მოქმედი 240 კრედიტიდან, სავალდებულო მინიმუმ 120 კრედიტი უნდა იყოს, რაც სპეციალობის საგანს ეხება, დანარჩენი შესაძლებელია იყოს დამატებითი კომპონენტები ან დამატებითი სპეციალობა.

გარდა ამისა, არსებობს 60-კრედიტიანი მაგისტრატურაც, მაგრამ ის თუ არ მოიცავს კვლევის კომპონენტს სრულყოფილად, ამ სტუდენტებს დოქტორანტურაში დაშვების ბარიერი ბევრ ქვეყანაში აქვთ. ამიტომ აქვს შინაარსს მნიშვნელობა, რომ ბაკალავრის დიპლომი იყოს სრულყოფილი, რომ შეძლოს სტუდენტმა სწავლის გაგრძელება ჯერ მაგისტრატურაში, შემდეგ დოქტორანტურაში, ასევე სრულყოფილი მაგისტრატურის პროგრამის გავლის შემდეგ. 

აღნიშული ცვლილებების შემდეგ, სტუდენტებმა შესაძლებელია 2018 წლიდან უკვე სამწლიანი ბაკალავრიატის პროგრამებზე სწავლა დაიწყონ. ეს დამოკიდებულია წესის ამოქმედებაზე და უნივერსიტეტების მიერ პროგრამების შემუშავებაზე, რამდენად სწრაფად შეიმუშავებენ ისინი პროგრამებს, რომ ბაკალავრიატზე სწავლა სამ წლამდე შეამცირონ, გაიკეთონ ავტორიზაცია, ან აკრედიტაციით დაიმატონ ეს პროგრამები. ეს უკვე სასწავლებლების უფლებამოსილებაა. რაც შეეხება არსებულ პროგრამებს, მათ 3-წლამდე ბაკალავრიატის შემცირება არ შეეხებათ, თუმცა, სტუდენტებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამებზე სწავლობენ მობილობით შეეძლებათ იმ პროგრამებზე გადასვლა, რომლებსაც 3-წლიანი ბაკალავრიატი ეხებათ“, - განაცხადა ბერელიძემ.
interpressnews.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...