0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო გაიხსნა

თიბისი ლიზინგის  მხარდაჭერით, საქართველოში  ჩითილების პირველი საწარმო „მზა ჩითილი“ გაიხსნა, რომელიც   უახლესი ტექნოლოგიებით და დანადგარებით არის აღჭურვილი.  კომპანია ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, დიდი რაოდენობის მოსავალი მიიღონ ნაკლები დანახარჯებით.

 

სათბურში, რომელიც მარნეულში, სოფელ აზიზქენდში 1.1 ჰექტარზეა განთავსებული,  ბოსტნეულისა და ყვავილების  ჩვეულებრივი და  დამყნობილი ჩითილების წარმოება მოხდება.  სეზონის განმავლობაში 7 მლნ, წლიურად კი 30 მლნ ჩითილის გამოყვანა იგეგმება. ანალოგიური საწარმო საქართველოში დღემდე არ არსებობდა და ქართველ მეწარმეებს მსგავსი ჩითილების შეძენა საზღვარგარეთ უწევდათ.

 

კომპანიამ სასათბურე კონსტრუქციისა და ჩითილების დასარგავი დანადგარების შეძენა თიბისი ლიზინგის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო. დაფინანსების ჯამურმა თანხამ 1მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო გაიხსნა. ჩვენი მიზანია,  მუდმივად დავნერგოთ  უხლესი  ტექნოლოგიები და ქართველ ფერმერებს  მოსავლის მიღების პროცესი გავუმარტივოთ. დღეიდან უკვე შესაძლებელია დიდი რაოდენობის, ჯანსაღი და ხარისხიანი მოსავლის  მიღება მინიმალური დანახარჯით.“, -აცხადებს კომპანია „მზა ჩითილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია.

 

„თიბისი ლიზინგი N1 სალიზინგო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. კომპანია აქტიურად  აფინანსებს თანამედროვე ტექნოლოგიებს თუ სხვა ძირითად საშუალებებს, რაც ბიზნესსექტორს განვითარებისთვის ესაჭიროება. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმ კომპანიებს გავუმარტივოთ ინვესტიციის პროცესი, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში ოპერირებენ. მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო იფუნქციონირებს“, - განაცხადა თიბისი ლიზინგის დირექტორის მოადგილემ, ნატო ტორონჯაძემ.

 

"მზა ჩითილი“  კომპანია WG Techno - წყლისა და გაზის ტექნოლოგიების მიერ დაფუძნდა, რომელიც  თანამედროვე სარწყავი სისტემების პირველი და ყველაზე დიდი მიმწოდებელია საქართველოში.  კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.mzachitili.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...