0 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"სხვას არავის შეეძლო ამგვარი სისასტიკის გამოვლენა და ასეთი სპექტაკლის დადგმა…"– თემქაზე მოკლული გოგონას მეგობრის მიმართვა

  თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის ერთ-ერთი მეგობარი, მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს მიმართავს. გარდაცვლილი გოგონას მეგობარი პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს და ადვოკატს მწვავედ აკრიტიკებს.

„რამდენიმე სიტყვა გვინდა ვთქვათ ქ-ნ ნაირა ოტიაშვილზე,( ქალობის, მით უმეტეს, ქალბატონობის და ზოგადად, ადამიანობის რომ არაფერი სცხია). ქ-ნო ნაირა, იურისტი ბრძანდებით და ჩვენზე უკეთ მოგეხსენებათ,რა უფლებები გააჩნია გარდაცვლილ ადამიანს, რისი გაჟღერებაა უკანონო ან უბრალოდ, ამორალური…ვინ მოგცათ უფლება, რომ გარდაცვლილის სახელი, ღირსება და სული ლაფში ამოსვაროთ სრულიად უსაფუძვლოდ? შვილების გაზრდა არ გინდათ? ღირსეულად სიკვდილზე არ გიფიქრიათ, თუ მაშინ გააცნობიერებთ, რომ ზღაპრების თხზვას, სასტიკი, საშიში მკვლელის დასაცავად, თავი უნდა დაანებოთ, როცა თქვენს შვილს სხვა "ლადოები” ყელგამოჭრილს დაგიგდებენ? მაშინაც დაიცავთ მკვლელს, ქ-ნო ნაირა? მაშინაც იტყვით თქვენს შვილზე, გარდაცვლილზე, დაუკრძალავზე, რომ მოღალატე და ამორალური იყო? ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ანას იცნობდა, ეს უმძიმესი დარტყმაა, ტრაგედია, რომელსაც, როგორც ყოველთვის, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. არ გვინდოდა, ლადო აღმოჩენილიყო მკვლელი, მაგრამ მისი პიროვნული ღირსებებიდან, უფრო კი უღირსობიდან გამომდინარე, სხვას არავის შეეძლო ამგვარი სისასტიკის გამოვლენა და ასეთი სპექტაკლის დადგმა…ბოლო წუთამდე, იმ აღიარებით ჩვენებამდე, რომელიც მოგვიანებით შეცვალა, არ გვემეტებოდა ანა ლადოს – მისი საყვარელი ადამიანის ხელით სიკვდილისთვის.

ჩვენ ანას მეგობრები ვართ, თქვენზე და ბევრ სხვაზე უკეთ ვიცნობდით მას. ანასთვის ლადო ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო ყოველთვის, ვის გამოც ყველას დაკარგავდა და ვისაც ყველაფერს აპატიებდა…შეპყრობილი იყო თითქოს და თქვენ, ქ-ნო ნაირა, ამბობთ, რომ სხვასთან ჰქონდა ინტიმური კავშირი ადამიანს, რომელმაც ყველაფერი დათმო და ყველა რისკზე წავიდა ამ ბიჭის გამო. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა ანა მაშინ, როცა იმის ხელით კვდებოდა, ვინც სიცოცხლეს ერჩია. ალბათ, საწყალს, მრავალგზის ნაღალატევს, მრავალგზის გულმოკლულს და მაინც ერთგულს, გული გაუსკდებოდა ამხელა ტკივილით… 
ასეთი იყო ანა, ჩვენი ანა, უსაზღვროდ ერთგული და უკიდეგანოდ მოსიყვარულე და ჩვენ, ანას მეგობრები, გპირდებით, ამას ასე არავის შევარჩენთ! პასუხს მოგთხოვთ სამართლებრივი გზით, რომელ გზაზეც თქვენ ღირსეულად ვერ იარეთ! ლადოსნაირ მკვლელს, არაადამიანს, სადისტს და ფსიქოპათს, რომელმაც ჯერ მთელი ცხოვრება გაუმწარა ღალატითა და ტყუილებით, ფსიქოლოგიურად იძალადა და საბოლოოდ, ცხოველივით მოკლა, დღის სინათლე არ უნდა ეღირსოს! და თქვენ, სულ მცირე, სხვისი დაცვის უფლება უნდა ჩამოგართვან, რადგან ადამიანობის უფლება ჩვენს თვალში დაკარგეთ! გეშინოდეთ, ქ-ნო ნაირა, სამართლისა და ღვთის გეშინოდეთ!” – წერს გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის ერთ-ერთი მეგობარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...