0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

არ უნდა დავუშვათ მედიის დაშინება და ალტერნატიული მოსაზრების ჩახშობა - იან კელი

ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მოახდინოს სასამართლოზე ზეწოლა, შეინარჩუნოს დამოუკიდებელი მედია და არ გამოიყენოს სასამართლო ოპონენტებზე ზეწოლის იარაღად. განცხადება იან კელიმ 33 წლიანი დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გააკეთა.

"უახლოეს წარსულში ამერიკულმა კომპანიებმა რამდენჯერმე გამოთქვეს წუხილი, რომ სასამართლოებში მათ სამართლიანად არ ეპყრობოდნენ. მიუკერძოებელი და გარე ზეგავლენისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის აუცილებელია.
ასევე, აუცილებელია ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ. სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იარაღად ოპონენტების წინააღმდეგ, ან თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად. მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული როგორ გამოავლენს თავშეკავებას,"-განაცხადა იან კელიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ არ უნდა იქნეს დაშვებული ალტერნატიული მოსაზრების ჩახშობა. 

"საქართველომ უნდა განავითაროს და დაიცვას თავისუფალი და პლურალისტური მედია. არ უნდა დავუშვათ მედიის დაშინება და ალტერნატიული მოსაზრების ჩახშობა. არავინ არ უნდა ხელყოს ხალხის უფლება ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და უზრუნველყოფდეს საკუთარი არჩეული ლიდერების ანგარიშვალდებულებას,""-აცხადებს ამერიკის ელჩი საქართველოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...