0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კაცურად სცემა ჩემმა შვილმა"- სასამართლოში როსტომაშვილის საქმეზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

  საქალაქო სასამართლოში დავით როსტომაშვილის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თავდაპირველად ბექა კირვალიძე როსტომაშვილის ცემისთვის დააკავეს, თუმცა გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მასთან ერთად დაკავებულია მისი 2 მეგობარიც, ზურაბ ქუთელია და არტიომ აგაჯანოვი. გამოძიების ინფორმაციით, ცემისას მათ დაცვის პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს და იუმორისტს, დავით როსტომაშვილს ოქროს სამკაული ჩამოგლიჯეს.

"როსტომაშვილი არა მარტო ჩემს შვილს არამედ ძალიან ცუდად უსწორდებოდა პატიმრებს, ჩემმა შვილმა ამოიცნო, რომ არის ნაცემი როსტომაშვილისგან და აი, ამიტომ კაცურად სცემა ჩემმა შვილმა და დავით როსტომაშვილმა ყაჩაღობის მუხლით აღუძრა საქმე სამ უდანაშაულო ბიჭს“- ამბობს ბექა კირვალიძის დედა ლია ბეჟაშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები