0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა რომ ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი სასმელი წყალი არ არის

რუსთავის #16 საჯარო სკოლაში 15 ბავშვის შეუძლოდ გახდომის მიზეზი სასმელი წყალი არ არის. როგორც  კომპანია „რუსთავის წყალში“ განუცხადეს, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა,რომ სასმელი წყალი სრულად შეესაბამება სტანდარტებს და ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი არ არის. 

შეგახსენებთ,რუსთავში #16 საჯარო სკოლაში დაახლოებით 15 ბავშვის გახდა შეუძლოდ . ბავშვებს თავბრუსხვევისა და პირღებინებსი სიმპტომები აღენიშნებოდათ, ადგიზლე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარება ,თუმცა მოსწავლეების ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა. ამ დროისთვის ბავშვები საკუთარ სახლებში იმყოფებიან

კომენტარები

მსგავსი სიახლეები