0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კიბერთავდასხმა პაატა ბურჭულაძის ოჯახზე

პაატა ბურჭულაძის ოჯახზე სავარაუდო კიბერთავდასხმის გამოძიებას ადვოკატი პროკურატურისგან მოითხოვს. დაუდგენელმა პირებმა ბურჭულაძის ოჯახის წევრების ელექტრონულ მოწყობილობაში შეაღწიეს და კონკრეტული ქმედებები განახორციელეს.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო ორგანოში დღეს შეიტანა.

„ტელეფონში, სავარაუდოდ, ვიღაც აპირებდა შემოღწევას. თავისით დაიწყო სხვადასხვა ოპერაციის შესრულება ტელეფონმა და აქედან გამომდინარე, მივმართავ პროკურატურას, რომ მოხდეს შესაბამისი გამოძიება,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძის შვილმა.

„სხვადასხვა სახის მუქარები იყო facebook-თაც, დეტალებზე ამ ეტაპზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. არ გამოვრიცხავ, რომ უკავშირდებოდეს იმ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც მამაჩემის მიმართ ხორციელდებოდა. ამ ეტაპზე ვერც დავდასტურებ და ვერც ვუარყობ, მაგრამ ამ ბოლო დროს, საკმაოდ უცნაური ფაქტები ხდება ჩვენ გარშემო. სრულიად უცხო ჟურნალისტები მოდიან, იღებენ ჩვენს სახლს ეკითხებიან მეზობლებს, თუ როგორი შვილები ჰყავთ,“ - ამბობს ალექსანდრე ბურჭულაძე.


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები