0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“დედა-შვილი მე-13 სართულზე ასვენია, დანარჩენები მე-14-ზე” – რიკოთთან ავარიისას გარდაცვლილებს დღს კრძალავენ

2018 წლის 27 იანვარს რიკოთის გვირაბთან მომხდარ საზარელ ადამიანს 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი იყო. გარდაცვლილების ნათესავმა მომხდარის შსახებ ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში ისაუბრა.

ქანთარიებისა და ვაჩანძეების ოჯახები დასავლეთიდან თბილისში, მსუბუქი ავტომობილით ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ ტრაილერი შეეჯახა.

მსუბუქი ავტომობილის საჭესთან ავთანდილ ქანთარია იჯდა, სალონში კი მისი ოჯახი – შვილები, როლანდ და მზევინარ ქანთარიები, როლანდის მეუღლე ვკა და მათი წლინახევრის ქალიშვილი ბარბარე, ასევე ავთანდილის ბიძაშვილი ნანა და მისი შვილი გიორგი ვაჩნაძე. ავარიას მხოლოდ ავთანდილი გადაურჩა.

„სარკესთან“ ინტერვიუში ქანთარიების ნათესავი ტრაგედიის შესახებ ჰყვება.

– საჭესთან ჩემი მამიდაშვილი, ავთანდილ ქანთარია იჯდა. ის გადარჩა, თუ ამას ასე ჰქვია. სხეული გადარჩა, თორემ მისი სული მკვდარია. ქანთარიებისა და ვაჩაანძეების ოჯახები ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ. დედა-შვილი მე-13 სართულზე ასვენია, დანარჩენები მე 14 სართულზე- გარდაცვლილებს დღეს კრძალავენ.

როლანდი და მზევინარი უდედოდ გაიზარდნენ. ამის შემდეგ მათ მამა და ბებია ზრდიდნენ.

ორი შვილი ჰყავდა ჩემს მამიდაშვილს და ორივე მიწას მიაბარა. ავარიის შემდეგ გონება არ დაუკარგავს, როგორც კი მიხვდა, რაც მოხდა, თვითონვე გამოიძახა პატრული. ადამიანმა მიიხედ-მოიხედა და ყველა თავისიანი მკვდარი რომ ნახა, როგორ იქნება? გვერდით ეჯდა ბიჭი, რომლის თავიც მის კალთაში აღმოჩნდა.

მძღოლიც ამათი ნაცნობი აღმოჩნდა, ქართველი, ისიც აფხაზეთიდანაა. რა თქმა უნდა , ამ ყველაფრის შემდეგ ისიც არ იქნებოდა ნაკლებ მდგომარეობაში, 6 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...