0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ემზადება საკუთარი კლუბის გახსნისთვის აშშ-ში

ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავმა და ლეგენდარულმა სპორტსმენმა დევიდ ბექჰემმა გამოხატა თავისი ჭეშმარიტი სიხარული მისი საკუთარი საფეხბურთო კლუბის მაიამიში დამტკიცებასთან დაკავშირებით. ბექჰემის ოცნება განხორციელდა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ ფლორიდაში მისი გამგზავრების დღიდან.

ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავმა და ლეგენდარულმა სპორტსმენმა დევიდ ბექჰემმა გამოხატა თავისი ჭეშმარიტი სიხარული მისი საკუთარი საფეხბურთო კლუბის მაიამიში დამტკიცებასთან დაკავშირებით. ბექჰემის ოცნება განხორციელდა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ ფლორიდაში მისი გამგზავრების დღიდან.

ცნობილი გახდა, რომ დევიდ ბექჰემის გეგმები მაიამიში საკუთარი კლუბის შექმნასთან დაკავშირებით, როგორც იქნა, განხორციელდა, როდესაც გუნდი, რომელსაც დღემდე არ გააჩნია ოფიციალური დასახელება, დაამტკიცა MLS თითქმის ოთხი წლის შემდეგ. იმის შემდეგ, რაც ფეხბურთელმა დაძლია ყველა დაბრკოლება თავისი ოცნების განსახორციელებლად, MLS-ის კომისარმა დონ გარბერმა გასცა ლიცენზია აშშ-ს უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ოცდამეხუთე გუნდის შექმნაზე.

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი აღნიშნავს, რომ მან შეეცადა მაიამის გუნდის შემადგენლობაში ნამდვილად მაღალი კლასის მოთამაშეების ჩართვა, მაგრამ კლუბი, მისი სიტყვებით, ასევე დაკავებული იქნება ადგილობრივი ტალანტების აღზრდით.

დევიდ ბექჰემმა თავისი სურვილი გამოხატა გაიმეოროს ე.წ. „კლას 92“-ის წარმატება - ახალგაზრდა მოთამაშეების გუნდი, რომლებმაც ათწლეულის განმავლობაში დახვეწეს თავისი ოსტატობა ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით მანჩესტერ იუნაითედში და საბოლოოდ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიეს. Stakers.com-ის სტატისტიკის თანახმად, პრემიერ-ლიგაში დევიდ ბექჰემის თამაშის დროს, იგი გახდა ინგლისის ლიგის ჩემპიონის 6 მედლის მფლობელი, 15 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმებისგან, ასევე 1997-2001 წლებში ფეხბურთელმა განახორციელა 51 საგოლე გადაცემა.

 „ჩვენ გვინდა მივაღწიოთ წარმოუდგენელ შედეგებს, გვინდა საუკეთესო მოთამაშეები, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, გვინდა შევქმნათ უნიკალური აკადემია გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანებისთვის ამერიკის ამ ნაწილში“, - თქვა მან. „თუ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, მაიამის მაცხოვრებლები წარმოუდგენლად იამაყებენ თავიანთი გუნდით, ისინი ხომ თავის ბიჭებს, თავის შვილებს უგულშემატკივრებენ, რომლებიც ოდესმე მივლენ აკადემიაში და მიიღებენ შანსს ითამაშონ პროფესიული ფეხბურთი“.

ბექჰემის ამბიციურ პროექტს ამ ოთხი წლის განმავლობაში მრავალი დაბრკოლება ჰქონდა, კერძოდ,  საკმარისი ინვესტირების არარსებობა და პრობლემები ახალი არენის მშენებლობისთვის განკუთვნილ მოედანთან დაკავშირებით. შემდგომში ინვესტორებმა მაინც მოახერხეს ასე სასურველი მიწის 1,5 ჰექტარის მიღება რაიონში ოვერტაუნი.   

იმის შემდეგ, რაც მაიამის საქალაქო სტრუქტურებმა დახარჯეს ბეისბოლის სტადიონის მარლინს პარკი მშენებლობაზე ორ მილიონ დოლარზე მეტი, მერია, როგორც იქნა, იწყებს ისეთი პროექტების დაფინანსებას, შესაბამისად, ამჯერად საშინაო არენის მშენებლობა MLS მომავალი გუნდისთვის მთლიანად ეკისრება ინვესტორებს  და პირადად დევიდს. მიუხედავად ამისა, MLS კომიტეტმა შეამცირა ფრანშიზის შეძენის ღირებულება ბექჰემისთვის 25 მილიონ დოლარამდე 42 წლის სპორტსმენისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქების მიზნით.

ფეხბურთით დაინტერესება მაიამიში საკმაოდ მაღალია იმის შემდეგ, რაც მაიამის ბოლო კლუბმა ფიუჟენმა შეწყვიტა თავისი არსებობა 2001 წელს. Stakers.com-ის მონაცემებით, მაშინ, როდესაც ბექჰემი და მისი ინვესტორები ედავებოდნენ პოლიტიკოსებს და ქალაქის ხელისუფლებას, მაიამის მეორე ეშელონის გუნდი, რომლის მფლობელსაც წარმოადგენს იტალიის ლეგენდა პაოლო მალდინი, გავიდა მეოთხედფინალში US Open Cup, თავი მოუყარა დაახლოებით 10.000 ფანატს ბოლო მატჩის დროს, რაც კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი აშშ-ში არც ისე პოპულარულია, როგორც ამერიკული ფეხბურთი, იგი მაინც გარკვეულ ყურადღებას იმსახურებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები