0 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მეტროში პოლიციელს ტორტი მიართვეს და სულ გაჭირვებულებისთვის გაუნაწილებია"

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელშიც პატრულის თანამშრომელი მიუსაფარა მამაკაცს ტორტის ნაჭერს აწვდის. 

"ეს პოლიციელი ყველას უნდა გვიყვარდეს! მეგობრებო, ყველამ გააზიარეთ და ვეცადოთ, მოვძებნოთ, გავიგოთ ამ პოლიციელის ვინაობა და ყველამ ერთად ვუთხრათ, რომ მაგარი კაცია! როგორ არ ვიამაყო და არ მიყვარდეს ეს ადამიანი?.. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს! მინდა, ყველა პოლიციელი ასეთი გულმოწყალე იყოს. აი, აი…. მართლა ამეტირა. გენაცვალე, შენ, ვინც ხარ! კაცი ხარ, ნამდვილი კაცი! ასეთ პოლიციელებს ხალხის სიყვარული! ასეთ პოლიციელებს, მეტი დაფასება!

P.S. ახლა მომწერეს, ეს პოლიციელი მეტროს პატრულია, ტორტი მიართვეს, არც მიურთმევია და სულ გაჭირვებულებისთვის გაუნაწილებია. უმაგრესი ადამიანი!”– ნათქვამია “სოლიდარობის სახლი”-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები