0 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ტრაილერის მძღოლი ნაცნობი აღმოჩნდა…” – რას ყვება რიკოთზე ავარიაში დაღუპულების ნათესავი

  27 იანვარს, გვიან ღამით, რიკოთის გვირაბთან მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 
  ავტოავარიას ოჯახის 6 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვის.

ავტომანქანაში, რომელსაც საპირისპირო ზოლიდან გადმოსული ტრაილერი შეეჯახა ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გ.

  ქანთარიების ნათესავმა ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში თქვა, რომ  ტრაილერის მძღოლი ქართველია:

“ის მძღოლი  ამათი ნაცნობი აღმოჩნდა. ქართველია. ისიც მათსავით აფხაზეთიდანაა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ არც ის იქნებოდა ნაკლებ მდგომარეობაში, 6 ადამიანი იმსხვერპლა…” – ამბობს დაღუპულების ნათესავი “სარკესთან” ინტერვიუში. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

“საჭესთან ჩემი მამიდაშვილი, ავთანდილ ქანთარია იჯდა, ის გადარჩა, თუ ამას ასე ჰქვია. სხეული გადარჩა, თორემ მისი სული მკვდარია. საავადმყოფოდან თავისი სურვილით გაეწერა, მაგრამ 3-ჯერ დასჭირდა სასწრაფოთი ისევ საავადმყოფოში გადაყვანა. 2 ნეკნი აქვს ჩატეხილი და შინაგანი სისხლდენა აქვს… მართლა წარმოუდგენელია, ჩემი მამიდაშვილი როგორ გადარჩა. მანქანა მარჯვენასაჭიანი იყო და ალბათ რაღაც სასწაულით გადარჩა. ავარიის შემდეგ გონება არ დაუკარგავს, როგორც კი მიხვდა, რაც მოხდა, თვითონვე გამოიძახა პატრული. უკან ნათესავების მანქანა მოჰყვებოდა, მათ დაურეკა, ასეთი მდგომარეობაა და სასწრაფოდ მოდითო…

როლანდი და მზევინარი უდედოდ გაიზარდნენ, ჩემს მამიდაშვილს მეუღლე მაშინ დაეღუპა, როცა ბავშვები მცირეწლოვანები, 2 და 4 წლის იყვნენ. ამის შემდეგ მათ მამა და ბებია ზრდიდნენ, ზედ ჰყვებოდნენ… ორი შვილი ჰყავდა ჩემს მამიდაშვილს და ორივე მიწას მიაბარა… ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახები ერთი და იმავე კორპუსში და სადარბაზოში ცხოვრობდნენ. დედა-შვილი მე-13 სართულზე ასვენია, დანარჩენები – მე-14 სართულზე…” – ამბობს გარდაცვლილების ნათესავი ინტერვიუში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...