1 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

”ბავშვები აუცილებლად უნდა აიცრან გეგმურად” - პაატა იმნაძე

  ”გრიპის მხრივ მშვიდი სეზონი გვაქვს. ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 4 შემთხვევაა დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, მზადყოფნა და დაკვირვება მიმდინარეობს. ინფექციური დაავადებები არის, თუმცა ეპიდაფეთქებები არა, ვირუსებს რაც შეეხება, არაფერი განსაკუთრებული არ არის გააქტიურებული. გრიპიც კი ძალიან ცოტაა. ახლა მთავარია, რომ წითელა გავაჩეროთ, ვინაიდან როცა დაიწყება აფეთქება, ბევრი ადამიანი უნდა იყოს აცრილი, თორემ შემდეგ ვეღარ გავაჩერებთ”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

  დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოსახლეობას გეგმური აცრების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

 ”ბავშვები აუცილებლად უნდა აიცრან გეგმურად”, - განაცხადა იმნაძემ.

  "კითხვაზე, იკლო თუ არა აცრის მსურველთა რიცხვმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, პაატა იმნაძემ უპასუხა, რომ ”აღნიშნული ინფორმაცია იანვრის მონაცემების დაჯამების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ოდნავ ნაკლებია, ვიდრე იყო”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები