1 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საწევრო ბარათები - „ბიზნეს სამყარო“ „რეგუსის“ 3000 ფილიალის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა

სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“ უკვე საქართველოშია, და  მომხმარებელს  თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1“, მე-4 სართული) მის მოთხოვნებზე ორიენტირებულ, კომფორტულ  და იდეალურ სამუშაო გარემოს სთავაზობს.
 
„ჩვენი გლობალური ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება. ნებისმიერი საქმიანი ადამიანისთვის საჭიროა იდეალური გარემო და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, მოქნილი და მარტივი გადახდის პირობებით. „რეგუსი“ ზრუნავს, რათა მათი სამუშაო სივრცე, კიდევ უფრო, კომფორტული გახადოს, დროის დაკარგვის და საჭირო სერვისების დამატებითი ხარჯების გარეშე მისაღებად,“ - აცხადებს  კომპანია „რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე.
 
 „რეგუსის“ ძირითადი მომხმარებლები საქმიანი ადამიანები არიან, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო. ამიტომაც კომპანია მათ „ბიზნეს სამყაროში“ მოგზაურობას,  კიდევ უფრო,  უმარტივებს და  მსოფლიოს მასშტაბით 3000 ფილიალის  გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.  კერძოდ, მათ განკარგულებაშია „რეგუსის“ საწევრო ბარათები - „ბიზნეს სამყარო“. „ბარათების მფლობელებს, ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევთ მოგზაურობა და ამ მოგზაურობის დროს არ ფიქრობენ, თუ რომელ სასტუმროში ან კაფეში მოიძიონ  სწრაფი ინტერნეტი და მშვიდი სამუშაო გარემო, რადგან რეგუსის ფილიალის პოვნა მარტივად, აპლიკაციის საშალებით შეუძლიათ. რეგუსი, წვერებს სთავაზობს მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 3000-ზე მეტ კომფორტულ ბიზნეს ლაუნჯს,“ - აღნიშნავს რუსკა ჩაკვეტაძე.
 
როგორც კომპანიაში განმარტავენ, არსებობს სამი ტიპის ბარათი: ლურჯი ბარათი, ოქროს ბარათი და პლატინის ბარათი.
 
ლურჯი ბარათის მისაღებად საკმარისია საკუთარი ანგარიშის შექმნა რეგუსის ვებსაიტზე https://www.regus.ge/ ან რეგუსის აპლიკაციის გადმოწერა სმარტფონში https://www.regus.com/regusapp , რაც უფასო და მარტივად მოსახმარია. ეს შესაძლებლობას იძლევა, მომხმარებელი გახდეს რეგუსის საზოგადოების წევრი, ისარგებლოს 10% ფასდაკლებით სერვისებზე, პირველმა მიიღოს ინფორმაცია სიახლეებზე, იქონიოს შეხვედრების ოთახების ან დღიური ოფისების დაჯავშნის შესაძლებლობა სასურველ ქალაქსა და მისამართზე.
 
 „ოქროს ბარათის“ არსებობის შემთხვევაში მფლობელს გააჩნია წვდომა მსოფლიოს 3000-ივე წერტილში არსებულ ბიზნეს ლაუნჯთან. მომსახურებაში შედის ინტერნეტი,ყავა-ჩაი, პრინტერისა და ქსეროქსის გამოყენების საშუალება და მრავალი სხვა მომსახურება
 
„პლატინა ბარათის“- მფლობელები ყველა ქვეყანაში სარგებლობენ პერსონალური/ინდივიდუალური ოფისით. მათ შეუძლიათ მიიწვიონ სტუმრები და აქვთ უფასო წვდომა შეხვედრების ოთახებზე. და მაინც, რით განსხვავდება მათგან პლატინა ბარათი, კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს: „პლატინა ბარათის მფლობელები ყველა ქვეყანაში სარგებლობენ პერსონალური ოფისით, ულიმიტოდ. მათ შეუძლიათ თავისთან მიიწვიონ სტუმრები და აქვთ უფასო წვდმა რეგუსის შეხვედრების ოთახებზე 3000 ბიზნეს ცენტრში. პლატინის ბარათი  საშუალებას აძლევს მის მფლობელს რომ ჰქონდეს საკუთარი ოფისი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ბიზნეს ცენტრებში - უოლსტრიტი, მედისონ ავენუე, ბროდვეი, პარკ ავენუე ნიუ იორკში, „ლონდონ მონიუმენთ“  ლონდონში, „დაუნთაუნი დუბაი“ დუბაიში, „სუნტექ თაუერ“ სინგაპურში, „ტაბიძე 1“ თბილისში.( სრული ჩამონათვალი იხილეთ ვებსაიტზე.)  რეგუსის „პლატინის ბარათის“ მფლობელს ნებისმიერ ქვეყანაში აქვს ინდივიდუალური ოფისი, შეხვედრების ოთახი და თანამშრომელი ადმინისტრაციული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოსაგვარებლად“.
 
 „რეგუსი“ დაარსდა 1989 წელს ბრისუელში, ბელგიაში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში. კომპანიის ქსელი მოიცავს 3000-ზე მეტ ბიზნეს ცენტრს, რომლებიც 120 ქვეყნის 1000-მდე ქალაქშია განთავსებული. „რეგუსი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. „რეგუსში“ ყველა ტიპის და ზომის ბიზნესის საჭიროებაა გათვალისწინებული.  ახლადგარემონტებული და მოწყობილი A კლასის ოფისები, გადახდის მოქნილი და მარტივი პირობები, თანამედროვე და დაცული  IT ინფრასტრუქტურა, შეხვედრების ოთახები, საერთო სამუშაო სივრცე, ადმინისტრაციის მომსახურება, წვდომა რეგუსის 3000 ფილიალზე მსოფლიოს მასშტაბით, ეს ის მნიშვნელოვანი სერვისებია,  რაც მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...