1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩინური „სინოჰიდროს“ საქმიანობის შესწავლას იწყებს

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი ჩინური კომპანია სინოჰიდრო აფრიკის განვითარების ბანკმა „შავ სიაში შეიყვანა“. „სინოჰიდრო“ ამჟამად ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალბიუჯეტიან ინფრასტრუქტურულ პროექტს - სამტრედია გრიგოლეთის შემოვლითი გზის მონაკვეთს აშენებს.

უცხოურ და ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Transparency international-მა „სინოჰიდროს“ მიერ აშენებულ კაშხლის ჯებირს კორუფციის მონუმენტი უწოდა.

ჩინური კომპანიის უარყოფით საერთაშორისო იმიჯზე და კორუფციულ საქმიანობაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ პირველი კომენტარი გამოცემა „კომერსანტთან“ გააკეთა და განაცხადა, რომ დღეს რაც „სინოჰიდროზე“  გაჟღერდა, არ შეიძლება ვიწრო წრეში იქნას განხილული:

 „ჩვენ რა თქმა უნდა შევისწავლით, ამაზე გარკვეული ანაგარიშიც მომზადდება, რათა  ჩვენი  და  ჩვენი კოლეგა ორგანიზაციების შესყიდვების ჯგუფები  ამ ორგანიზაციის  შესახებ ინფორმაციას გაეცნონ და მომავალში  შერჩევა-შეფასების ეტაპებზე გამოიყენონ“, -  განაცხადა სეთურიძემ.

 „სინოჰიდრო“ საქართველოში ამჟამად ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია. ჩინურ კომპანიას რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. კონკრეტულად კი, „სინოჰიდრო“ სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას, ქობულეთის შემოვლით და ოსიაური-ჩუმათელეთის გზებს აშენებს. მთლიანობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია საქართველოში მილიარდ ლარამდე ღირებულების პროექტებს ახორციელებს. 

გიორგი სეთურიძის განცხადებით, „სინოჰიდროს“ სომხეთშიც აქვს პრობლემები გზის მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით და ეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ცნობილია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...