1 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კინ დე ბირი: „საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად უნდა იქცეს“

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. ფესტივალი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება. მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან „The Afterlove“ შეასრულებს. ასევე შესრულდება მისი ძველი ჰიტები, რომელმაც მას მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოუტანა ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საერთაშორისოსაპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live.

როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, 26 მაისს დაუვიწყარი შოუ გველის. ჯეიმს ბლანტის თაყვანისმცემლებს შესაძლებლობა ეძლევათ ცოცხლად მოუსმინონ ყველა მათ საყვარელ ჰიტს, მომღერლის ბოლო სინგლის “Love Me Better“-ის ჩათვლით. ირკვევა, რომ კომპანიას ქართულ ბაზარზე ამბიციური მიზნები აქვს: „საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად უნდა იქცეს“ - მიაჩნია კომპანია Black Pearl Live-ს მმართველ პარტნიორს კინ დე ბირს.

„ჩვენი სურვილია კომპანია ჩამოყალიბდეს საერთაშორისო დონის მოთამაშედ და აჩვენოს ყველას, რომ საქართველოში გამართული კონცერტები თუ ღონისძიებები შეიძლება იყოს იმავე დონის, როგორც მსოფლიოში აღიარებული და გახმაურებული შოუები. ამიტომ არის ჯეიმს ბლანტის მსოფლიო ტური Afterlove ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ გვსურს დავანახოთ სხვა შემსრულებლებს, რომ საქართველო იმსახურებს მონაწილეობდეს ყველა მსოფლიო მნიშვნელობის ტურნეში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვაწყოთ მსოფლიო კლასის ღონისძიებები და კვლევებმა გვიჩვენა, რომ საქართველო ამის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა და შესაბამისი პოტენციალიც გააჩნია,“ – აღნიშნავენ კომპანიაში.

ვინ იქნება შემდეგი?Black Pearl Live-ს წარმომადგენლები საიდუმლოდ იტოვებენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ მოლოდინი აუცილებლად გაამართლებს. „რა თქმა უნდა ეს საიდუმლოა.უკვე რამდენიმე აგენტი დაგვიკავშირდა, რომელთაც მეტი მსოფლიო კლასის შემსრულებლების გამოგზავნა სურთ. თუმცა ამჟამად, ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ჯეიმს ბლანტის შოუზე,“ჩვენი პარტნიორების გამოცდილება და კონტაქტები მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან გვიხსნის სივრცეს საქართველომ უმასპინძლოს მაღალი დონის შოუებს- განმარტავს კინ დე ბირი.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე. ის, ვინც 31 იანვრის ჩათვლით შეიძენს ფესტივალზე დასასწრებ ბილეთს, მოხვდება სპეციალურ გათამაშებაში - ჯეიმს ბლანტი საქართველოში ფანებთან შეხვედრას გეგმავს, 30 იღბლიანი კი სწორედ, ამ გათამაშებიდან შეირჩევა და შეძლებს პირადად გაიცნოს საყვარელი მომღერალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...