1 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ონლაინ მაღაზია ექნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ს პირველი ონლაინ ბრენდმაღაზიის (https://www.tsustore.ge/home) პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი თსუ-სა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. თიბისის და თსუ-ს თამანშრომლობა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების დაგეგმვის გარდა, უნივერსიტეტის მარკეტინგული კომუნიკაციის ხელშეწყობასაც გულისხმობს.

 

https://www.tsustore.ge/home -ზე წარმოდგენილია სამოსი და აქსესუარები თსუ-ს ბრენდირებით.  ონლაინ მაღაზიით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, ისე კურსდამთავრებულებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

უნივერსტეტისთვის შექმნილი დიზაინით გაფორმებული ნივთები მუდმივად განახლდება. თსუ -ს სტუდენტები და თანამშრომლები უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებენ.

 

https://www.tsustore.ge/home -ის მსგავსი მაღაზია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან უნივერსიტეტს აქვს.  დღეიდან მათ თსუ-ც შეუერთდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები